ბიტკოინი (BTC) უსაფრთხო აქტივების რიგში გადავიდა

Home » ბიტკოინი » ბიტკოინი (BTC) უსაფრთხო აქტივების რიგში გადავიდა
23/03/2023
Photo: ბიტკოინი უსაფრთხო კრიპტო აქტივი
ბიტკოინი (BTC) უსაფრთხო აქტივების რიგში გადავიდა

იმ დროს, როდესაც ბევრი ტრადიციული აქტივი, როგორებიცაა აქციები და ბონდები, კრიზისის გამო ინვესტორებისთვის მიმზიდველობას კარგავს, ბიტკოინმა (BTC) იმ როლში გადაინაცვლა, რომელსაც ანალიტიკოსები დიდი ხნის განმავლობაში უწინასწარმეტყველებენ. ბოლო საბანკო კრიზისის დროს, ის უსაფრთხო აქტივად მოგვევლინა.

საბანკო კრიზისმა, რომლის დროსაც, რამდენიმე ამერიკულმა ბანკმა კრახი განიცადა, ბევრს გაახსენა, რომ ბიტკოინს (BTC) ადრე ციფრულ ოქროდ მოიხსენიებდნენ. საქმე ისაა, რომ განვითარებული ქვეყნები რეცესიის საშიშროების წინაშე იმყოფებიან და მათ ინფლაციასთან ბრძოლა უწევთ. ასეთ პირობებში, ბიტკოინი (Bitcoin) და კრიპტო ვალუტები, რომლებიც დიდი რყევებით გამოირჩევა, ინფლაციისგან ფულადი სახსრების დაცვის საშუალებას იძლევა.

სწორედ ეს გარემოება განაპირობებს იმას, რომ ციფრულ აქტივებზე მოთხოვნა იზრდება. უსაფრთხო აქტივის როლში ყოფნისას, ბიტკოინის (BTC) ფასი მარტში 21%-ით გაძვირდა. ეს იმ დროს, როცა S&P 500-ის ზრდამ მხოლოდ 1.4% შეადგინა, ოქროს ფასმა კი 8%-ით მოიმატა.

რაც მთავარია, ბიტკოინმა (BTC) აქციების და ბონდების ბაზრებთან ბმა დაკარგა და შესაბამისად, აღარც მათთან კორელაციაშია. უფრო მეტიც, ის ახლა უკვე ოქროს ფასის ტრაექტორიას იმეორებს. ამიტომ, თავისი შემქმნელის, სატოში ნაკამოტოს ოცნებას ასრულებს. მას ნათქვამი აქვს, რომ ბიტკოინი (BTC) რისკებისგან თავშესაფარი აქტივი გახდება.

საბანკო კრიზისის პირობებში, აშშ-ის ფედრეზერვს და სხვა ცენტრალურ ბანკებს, ფინანსურ ბაზარზე ჭარბი ფულის გამოშვება მოუწევთ, რაც ინფლაციურ ზეწოლას გაზრდის. ამ ფონზე კი გაიზრდება ბიტკოინსა (BTC) და სხვა კრიპტო ვალუტებზე მოთხოვნა და შესაბამისად, მათი ფასები.

შექმნილ სიტუაციაში, კრიპტო ბაზრის კაპიტალიზაცია 1.1 ტრილიონ დოლარამდე გაიზარდა. ამ ბაზარზე ბიტკოინის წილმა კი 43%-ს მიაღწია.

© 2020 MyCoins.ge all rights reserved