ოთხშაბათის კრიპტო ამბები

Home » ბიტკოინი » ოთხშაბათის კრიპტო ამბები
29/03/2023
Photo: ბიტოკინი, კრიპტო სიახლეები
ოთხშაბათის კრიპტო ამბები

ბიტკოინი (BTC) ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკის ვალუტა გახდება

სალვადორის შემდეგ, კრიპტო ვალუტებს სახელმწიფოს დონეზე კიდევ ერთი ქვეყანა, ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკა აიყვანს. ეს გადაწყვეტილება, ამ ქვეყნის ეროვნულმა საკრებულომ განიხილა და დაამტკიცა.

შესაბამის კანონპროექტთან დაკავშირებით, დებატები საკრებულოს დახურულ სხდომაზე ჩატარდა. მასში მონაწილეობა ცენტრალურმა ბანკმაც მიიღო, რომელმაც კანონპროექტი მოიწონა. კრიპტო ვალუტების სახელმწიფო დონეზე დამკვიდრებას ეთანხმება ქვეყნის პრეზიდენტი ფოსტენ არკანჟ ტუადერაც.

ბიტკოინის (BTC) მაინერთა შემოსავლები 37%-ით გაიზარდა

ბიტკოინის (BTC) ფასის ზრდის მორიგი ეტაპის შედეგად, მოპოვების ჰეშის ფასი 37%-ით გაიზარდა. ამან კი მომპოვებელთა (მაინერთა) შემოსავლები გაზარდა. ჰეშრეიტ (Hash Rate) ინდექსის მონაცემებით, 11 მარტისთვის, 1 ტერაჰეში/წამში 0.061 დოლარიდან, 0.083 დოლარამდე გაიზარდა.

„თუ გავითვალისწინებთ, რომ დღეში 20 ბიტკოინის მოპოვებას გავაგრძელებთ, ჩვენი დღიური შემოსავალი დაახლოებით, 200 000 დოლარით გაიზარდა“, – ამბობს კომპანია CleanSpark-ის მთავარი აღმასრულებელი მეტიუ შულცი.

კიდევ ერთი მიზეზი, რომელმაც მაინერების შემოსავლის ზრდაზე იმოქმედა, არის ელექტრო ენერგიის ფასის კლება. ამ ფაქტორს ხაზს უსვამს კომპანია Glassnode, რომელიც წერს, რომ ბიტკოინის (BTC) მოპოვებისას, ყველაზე მეტი ხარჯი სწორედ ელექტრო ენერგიაზეა.

წლის დასაწყისიდან, ყველაზე პოპულარული კრიპტო ვალუტის ჰეშრეიტი, 254-დან 321 ეჰ/წმ-მდე გაიზარდა.

MicroStrategy-მ კიდევ 6 455 ბიტკოინი (BTC) შეისყიდა

აშშ-ის ფასიანი ქაღალდების და სავალუტო გაცვლების კომისიის (SEC) ინფორმაციით, კომპანია MicroStrategy-მ ბოლო 5 კვირაში დამატებით 6 455 ბიტკოინი (BTC) შეისყიდა, რაშიც დაახლოებით, 150 მილიონი დოლარი გადაიხადა.

„ბიზნეს ინსაიდერის“ ინფორმაციით, „მაიკროსტრატეჯის“ აქტივებმა ჯამში 138 955 ბიტკოინს მიაღწია, რომელთა ჯამური ღირებულებაც, ამჟამინდელი კურსით, 3.88 მილიარდ დოლარს აღწევს.

გარდა ამისა, კომპანიის მფლობელმა მაიკლ სეილორმა, „სილვერგეიტ ბანკს“ (Silvergate Bank) 205 მილიონ დოლარიანი კრედიტიც დაუფარა.

შეგახსენებთ, რომ საბანკო კრიზისის მოლოდინში, რასაც ბანკ UBS-ის მიერ, „კრედიტ სუისის“ (Credit Suisse) შთანთქმა აძლიერებს, ინვესტორები უპირატესობას კრიპტო ვალუტების შეძენას ანიჭებენ, რადგან თვლიან, რომ ეს მოგების მიღების უკეთესი შანსი და საკუთარი აქტივების დაცვის უფრო საიმედო საშუალებაა. შესაბამისად, კრიპტოები რისკებისგან თავშესაფარი აქტივის როლს ირგებენ.

© 2020 MyCoins.ge all rights reserved