რამდენიმე კვირის წინ, ბიტკოინის ფასის ვარდნისა და ფინანსური ბაზრის შესამჩნევი კრიზისის შემდეგ, კრიპტოსავალუტო ბაზარი შიშმა მოიცვა. მართალია, ზოგიერთი ამბობდა, რომ ეს ვარდნა კრიპტოვალუტებისთვის სერიოზული დარტყმა აღმოჩნდებოდა, თუმცა ფაქტები დღეს უკვე საპირისპიროს აჩვენებს.
ახალი რეპორტის მიხედვით, ბიტკოინისადმი ინსტიტუტების ინტერესი გაიზარდა. ამის ერთი-ერთი მაგალითი კი Wall Street-ის გიგანტი, Fidelity Investments-ია, რომელმაც კრიპტოვალუტების მიმართ გააქტიურება დაადასტურა.
,,სავაჭრო თვალსაზრისით, ვხედავთ, რომ ახალი მომხმარებლების რიცხვი ყოველთვიურად იზრდება. გასული რამდენიმე კვირის განმავლობაში კი ჩვენს ბიზნესში უფრო მეტი იმპულსი დავინახეთ.- აღნიშნა კომპანიის წარმომადგენელმა.
აღსანიშნავია ისიც, რომ იგივე ტენდენცია იკვეთება საცალო მომხმარებლების მხარესაც.
,,ფასის მკვეთრი ვარდნის პერიოდში, ჩვენი მომხმარებლების უმეტესობა ყიდულობდნენ, ხოლო ბიტკოინი აშკარა ფავორიტი იყო. როგორც წესი, კრიპტომოყვარულები ჩვენთან ყიდულობენ 60%-ით მეტს, ვიდრე ყიდიან, მაგრამ გასული კრიზისის დროს ეს სხვაობა 67%-მდე შეიცვალა, რაც ნიშნავს, რომ ბაზრის ეს მდგომარეობა მათ ყიდვის შესაძლებლობად აღიქვეს”.- განაცხადა Coinbase-მა.
საინტერესოა ისიც, რომ ონლაინ დერივატივების პლატფორმამ, IG.com-მა შეამჩინა, რომ ამ პერიოდში მომხმარებლების 78% ბიტკოინისადმი გრძელ პოზიციას, 22% კი მოკლე პოზიციას ირჩევდნენ.
ამ ფაქტებს კრიპტომოყვარულებმა ხუმრობით უპასუხეს. როგორც უმეტესობა იხსენებს, ბოლო რამდენიმე კვირაში, ბიტკოინთან დაკავშირებით მათთანაც საკმაოდ დიდი აქტივობა დაფიქსირდა ოჯახის წევრებისა და მეგობრების მხრიდან გახშირებული შეტყობინებებისა და ზარების სახით. ?
წყარო: blockonomi.com