ბიტკოინის ჰალვინგამდე ალტკოინების დაგროვების დროა

Home » ბიტკოინი » ბიტკოინის ჰალვინგამდე ალტკოინების დაგროვების დროა
17/05/2023
ბიტკოინის ჰალვინგამდე ალტკოინების დაგროვების დროა

პოპულარული კრიპტო ანალიტიკოსი და კომპანია EightGlobal-ის დამაარსებელი მაიკლ ვან დე პოპე (Michael Van De Poppe) ამბობს, რომ ბიტკოინის (BTC) ჰალვინგამდე (მოპოვების განახევრება) ერთი წლით ადრე, კარგი დროა იმისთვის, რომ ალტკოინები დააგროვოთ. ტვიტერზე თავის მიმდევრებს ის ურჩევს, რომ მოგებაში დარჩებიან, თუ ახლავე დაიწყებენ ალტკოინების შეძენას.

„ალტკოინებისთვის დაგროვების დრო დადგა. ჰალვინგამდე ერთი წელი დარჩა. და ახლა ალტკოინების ყიდვისთვის საუკეთესო მომენტია“, – წერს ვან დე პოპე, ვინც განმარტავს, რომ ასეთ რჩევას, ისტორიულ გამოცდილებაზე დაყრდნობით იძლევა.

ის გრაფიკებს იშველიებს, რომლებზეც ჰალვინგის ციკლებთან დაკავშირებით, ალტკოინების ფასების მოძრაობა, 2016 წლის შემდეგ არის ასახული. გარდა ამისა, მის ოპტიმიზმს ამყარებს ალტკოინების საბაზრო კაპიტალიზაციის დომინაციის მაჩვენებლები.

ალტკოინების საბაზრო კაპიტალიზაციის დომინაცია არის კრიპტო ბაზრის კაპიტალიზაციასთან მიმართებით, ალტკოინების კაპიტალზაციის პროცენტული წილობრივი მაჩვენებელი.  „ტრეიდინგვიუს“ მონაცემებით, ალტკოინების საბაზრო დომინაცია ამჟამად 8.95 პროცენტს აღწევს. ახლახანს ამ მაჩვენებელმა 8.70 დონე გატესტა, რაც 2021 წლის შემდეგ არ მომხდარა. ვან დე პოპე ამბობს, რომ ალტკოინებისთვის კრიტიკული დიაპაზონი, 7.02-სა და 8.70-ს შორისაა. ამ კრიტიკული რეგიონიდან არეკვლას კი ალტკოინების მიმართულებით, კაპიტალის მოდინება უნდა მოჰყვეს, რაც აღმავალ ტრენდს დაუდებს საფუძველს.

ვან დე პოპე არ აკონკრეტებს იმ ალტკოინებს, რომლებსაც ზრდის ყველაზე მეტი პერსპექტივა აქვს. თუმცა დასძენს, რომ არის რამდენიმე ალტკოინი, რომლებიც ინვესტორებისთვის ყველაზე მეტად მიმზიდველია და მათი ზრდა, ალტკოინების ბაზრის ზრდას გამოიწვევს. მან ტვიტერზე თავის მომხმარებლებს კითხვა დაუსვა, თუ თავად რომელ ალტკოინებს ანიჭებენ უპირატესობას.

ბიტკოინის მომდევნო ჰალვინგი მომავალ წელს, აპრილსა და მაისს შორის არის მოსალოდნელი. ამჟამად მაინერები ყოველი ბლოკის გახსნისას, 6.25 ბიტკოინს ღებულობენ, ჰალვინგის შემდეგ კი ეს მაჩვენებელი 3.125 ბიტკოინამდე შემცირდება.

© 2020 MyCoins.ge all rights reserved