ბიტკოინმა (BTC) აპრილის თვეში შესაძლოა $80,000-ს მიაღწიოს?

Home » ბიტკოინი » ბიტკოინმა (BTC) აპრილის თვეში შესაძლოა $80,000-ს მიაღწიოს?
29/03/2021
ბიტკოინმა (BTC) აპრილის თვეში შესაძლოა $80,000-ს მიაღწიოს?

ბიტკოინის (BTC) ფასი, გასული წლის ოქტომბრის შემდეგ, თითქმის 500%-ით გაიზარდა და მის უმაღლეს ნიშნულს – $61,550-ს მარტის თვეში მიაღწია.

დღეს, როდესაც ბიტკოინის (BTC) ფასი მის რეკორდულ ნიშნულებს აღწევს, მარტის თვე მაინც არაპროგნოზირებადი და ცვლადი აღმოჩნდა. მარკეტზე #1 კრიპტოვალუტის ფასი $45,208-61,550 მერყეობდა. ეს ყველაფერი კი ინვესტორებს გაცილებით უკეთესი აპრილის თვის იმედს აძლევს.

„აპრილის თვემ, შესაძლოა, ბიტკოინის (BTC) ფასზე დადებითად იმოქმედოს. აპრილი ყოველთვის შედარებით უფრო დიდი ყურადღების ქვეშ არის, რადგან სწორედ ამ დროს მთავრდება ა.შ.შ-სა და დიდი ბრიტანეთის Tax წელი.“ – განაცხადა დენი სკოტმა, „CoinCorner”-ის გენერალურმა დირექტორმა.

დღეიდან შენ ყველა სიახლეს პირველი გაიგებ 🙂

გამოწერისას წარმოიშვა პრობლემა, სცადე სწორი ელფოსტის შეყვანა

მისი განცხადებით, ბიტკოინის (BTC) შეუჩერებელი ფასის ზრდა და აპრილის თვეში მიმდინარე მოვლენები, სწორედ ის კომბინაციაა, რომელმაც, შესაძლოა, ფასის რადიკალური ზრდა მოახდინოს.

How_to_buy_bitcoin

ბოლო 10 წლის განმავლობაში ჩატარებული კვლევების საფუძველზე დადგინდა, რომ ბიტკოინის (BTC) ფასის ზრდის ყველაზე დიდი მაჩვენებელი (51%) სწორედ, რომ აპრილის თვეში ხდება.

დენი სკოტის განცხადებით, თუ მისი პროგნოზი სწორია, შესაძლოა ბიტკოინის (BTC) ფასმა აპრილის თვეში $80,000-ს მიაღწიოს.

თუმცა, ეს მხოლოდ ექსპერტების აზრია, რისი დამოწმებაც მხოლოდ დროს შეუძლია.

© 2020 MyCoins.ge all rights reserved