მილიარდერი, Venture Capitalist და ბიტკოინის (BTC) ერთ-ერთი ინვესტორი – ტიმ დრაპერის წინასწარმეტყველებით, ბიტკოინმა (BTC) შესაძლოა 2022 წლის ბოლოს მის უმაღლეს ნიშნულს, $250,000-ს მიაღწიოს, ეს ყველაფერი კი ამჟამინდელი ფასის არაპროგნოზირებადი ცვლილებების ფონზე, ექსპერტების აზრით საკმადო შესაძლებელია.

„ჩემი აზრით, არის იმის შანსიც რომ ვცდებოდე, მაგრამ თითქმის დარწმუნებული ვარ რომ ეს ასე მოხდება და ბიტკოინი (BTC) 2022 წლის ბოლოს $250,000-ზე ავა.“ – განაცხადა დრაპერმა “CNBC Make It”-სთან ინტერვიუში.
დრაპერმა პირველად მსგავსი განცხადება 2018 წელს გააკეთა და იწინასწარმეტყველა, რომ ბიტკოინის (BTC) ფასს მკვეთრი ზრდა ელოდებოდა. მართლაც სულ მცირე დროში, ბიტკოინის (BTC) ღირებულება მცირე დროში $8,000-დან $12,000-ზე, ხოლო მოგვიანებით მის უმაღლეს ნიშნულზე, $64,000-ზე ავიდა.

ექსპერტების აზრით, დრიპერის მსგავს განცხადებას ზურგს ის კრიპტოსამყაროს მიმართ წამოსული მხარდაჭერა უმყარებს, რომელსაც ბოლო დღეების განმავლობაში ვხედავთ.
კრიპტომოყვარულთა აზრით, ბიტკოინის (BTC) ფასის $40,000-ზე კვლავ დაბრუნება მარკეტს იმის ფიქრის საბაბს აძლევს, რომ შესაძლოა ძალიან მალე კვლავ ვიხილოთ შემდეგი “Bull Run” და კრიპტოვალუტების ფასების მკვეთრი ზრდა.
შენ რას ფიქრობ, სადამდე ავა ბიტკოინი (BTC) 2022 წელს?