კრიპტო ინვესტორები ბიტკოინის ზრდისთვის ემზადებიან

Home » ბიტკოინი » კრიპტო ინვესტორები ბიტკოინის ზრდისთვის ემზადებიან
03/10/2022
კრიპტო ინვესტორები ბიტკოინის ზრდისთვის ემზადებიან

სტატისტიკა აჩვენებს, რომ ინვესტორებს გაცვლითი პლატფორმებიდან ბიტკოინი (BTC) ინტენსიურად გადააქვთ ისეთ საფულეებზე, რომლებიც შენახვისთვის არის განკუთვნილი. ეს ამ აქტივისადმი ინვესტორების ნდობაზე მიანიშნებს.

კრიპტო უსაფრთხოების ტრეკერ კომპანია „სანტიმენტის“ ინფორმაციით, 30 სექტემბერს გაცვლითი პლატფორმებიდან სულ 668.07 მილიონი დოლარის ღირებულების 34 723 ბიტკოინი (BTC) გაიტანეს. ანალიტიკოსები ვარაუდობენ, რომ ამ ფონზე, მეოთხე კვარტალში ბიტკოინის (BTC) ფასის მატებაა მოსალოდნელი.

„სანტიმენტის“ ინფორმაციით, ბოლოს, როდესაც მსგავსი ფაქტები დაფიქსირდა, ბიტკოინის (BTC) პლატფორმებიდან გატანას, მისი ფასის 22 პროცენტით ზრდა მოჰყვა.

სექტემბრის ბოლო სამი დღის განმავლობაში, ბიტკოინის (BTC) გაცვლითი პლატფორმებიდან გატანა ინტენსიურ ხასიათს ატარებდა. კომპანია „კრიპტოკვანტის“ ინფორმაციით, სამ დღეში პლატფორმების საფულეებიდან, დაახლოებით 60 000 ბიტკოინმა კერძო საფულეებზე გადაინაცვლა. ეს ბოლო თვეების განმავლობაში ყველაზე მაღალი მიგრაციაა.

შექმნილი სიტუაცია ნიშნავს, რომ ბაზარს BTC-ს მყიდველები უბრუნდებიან, რომლებიც აქტივის გაძვირების მოლოდინში არიან. შესაბამისად, არსებობს დაღმავალი ტრენდის დასრულების მოლოდინი.

ტექნიკური თვალსაზრისით, მრავლისმეტყველია ის ფაქტი, რომ ბიტკოინის (BTC) ფასმა შეძლო მხარდაჭერის მნიშვნელოვან დონე 19 000 დოლარზე მაღლა დარჩენა. ის შესაძლოა, ფასის ეგრეთ წოდებულ საყრდენ წერტილად იქცეს, საიდანაც ზრდა დაიწყება.

თუმცა ეს ჯერაც არ ნიშნავს, რომ ზრდა დაუყოვნებლივ დაიწყება. ფუნდამენტური ფონის გამო, დაღმავალი ზეწოლა ისევ მოსალოდნელია და ამ სიტუაციაში, ძლიერი მხარდაჭერის დონეა 18 210 დოლარი.

საინტერესოა, რომ ბიტკოინის დაღმავალი (დათვური) ტრენდის დამახასიათებელი გარემოება იყო მფლობელთა მიერ, BTC-ის გაყიდვა. სტატისტიკა აჩვენებს, რომ შარშანდელი აპრილიდან, წლევანდელ აპრილამდე, საშუალოდ 30 000 დოლარად შესყიდული ბიტკოინები, მფლობელებმა უკვე გაყიდეს. ასეთმა ინვესტორებმა, ბაზარი დაახლოებით 50-პროცენტიანი წაგებით დატოვეს. და ესეც იმის მანიშნებელია, რომ ბაზარმა უკვე მიაღწია დაღმავალი ტრენდის ფსკერს და ბიტკოინი (BTC) ზრდისთვის ემზადება.

© 2020 MyCoins.ge all rights reserved