ორშაბათის კრიპტო ამბები – 19 სექტემბერი

Home » ბიტკოინი » ორშაბათის კრიპტო ამბები – 19 სექტემბერი
19/09/2022
ორშაბათის კრიპტო ამბები – 19 სექტემბერი

ბიტკოინისთვის ახალი კვირა ვარდნით დაიწყო

იმ დროს, როდესაც ფინანსური ბაზარი აშშ-ის ფედრეზერვისგან, დოლარზე განაკვეთის კიდევ ერთ მკვეთრ ზრდას ელის, რისკიან აქტივებზე და მათ შორის, კრიპტო ვალუტებზე მოთხოვნა შემცირდა და შესაბამისად, მათი ფასებიც დაეცა. ამ ტენდენციას ვერც ბიტკოინი დაუძვრა, რომლის ფასიც 19 000 დოლარზე დაბლა ჩამოვიდა.

ფედრეზერვის მორიგი სხდომა 20-21 სექტემბერს გაიმართება და სავარაუდოდ, დოლარზე განაკვეთი ისევ 75 საბაზისო პუნქტით გაიზრდება. თუმცა არის ვარაუდი, რომ შესაძლოა, განაკვეთი სრული 1.0 პროცენტით ასწიონ. მონეტარული პოლიტიკის გამკაცრების ასეთი ტემპის მიზანი, ინფლაციის ზრდის შეჩერება და მისი მიზნობრივ 2-პროცენტიან დონემდე დაყვანაა.

თეთრმა სახლმა კრიპტო ბაზრის რეგულირების კონცეფცია შეიმუშავა

თეთრმა სახლმა დაასრულა კრიპტო ბაზრის რეგულირების კონცეფციის შემუშავება. CNBC იუწყება, რომ კონცეფციაზე მუშაობა ექვსი თვე გაგრძელდა. ეს არის პრეზიდენტ ჯო ბაიდენის დავალება, რომელიც მთავრობამ მარტში მიიღო. პრეზიდნტის მოთხოვნით, კონცეფციის ავტორებს უნდა გაეთვალისწინებინათ კრიპტო ვალუტებთან დაკავშირებული რისკები და მათი უპირატესობები.

კონცეფციის ერთ-ერთი პუნქტი დაეთმო კრიპტო ვალუტების არალეგალურ საქმიანობაში გამოყენების შესაძლებლობებს და ამ რისკების აღმოფხვრის გზების შემუშავებას. კონცეფცია საბანკო და სხვა ფინანსურ საქმიანობასთან დაკავშირებულ კანონებში შესწორებების შეტანასაც ითვალისწინებს.

USDT-ზე მოთხოვნა კიდევ უფრო გაიზრდება

ბანკ „ჯეიპი მორგანის“ ანალიტიკოსები ფიქრობენ, რომ სტეიბლკოინების ბაზარზე ტეზერის (Tether) USDT-ს წონა კიდევ უფრო გაიზრდება. ამის მიზეზი კი ის გარემოება გახდება, რომ მსოფლიოს უდიდესი კრიპტო პლატფორმა „ბაინენსი“ მალე სხვა სტეიბლკოინების მხარდაჭერას შეწყვეტს. შესაბამისად, USDC-ზე, USDP-ზე და TUSD-ზე მოთხოვნა დაიკლებს და მათი მუშტარი ყურადღებას USDT-ზე გადაიტანს.

რიპლი გადამწყვეტ მოქმედებაზე გადავიდა

რიპლის (Ripple) მთავარმა აღმასრულებელმა დირექტორმა ბრედ გარლინგჰაუსმა და თავმჯდომარე ჩირს ლარსენმა, ნიუ იორკის სამხრეთის ოლქის სასამართლოში შეიტანეს შუამდგომლობა, რითაც SEC-თან სასამრთლო გარჩევის მალე დასრულებას და საბოლოო გადაწყვეტილების მიღების დაჩქარებას ითხოვენ.

შუამდგომლობის შეტანის მომენტისთვის, SEC-ს დამტკიცებული არ აქვს მისი მთავარი არგუმენტი იმისა, რომ რიპლმა XRP-ს გაყიდვით, კანონი დაარღვია. SEC-მა ვერც რიპლსა და XRP-ს ინვესტორებს შორის კონტრაქტის არსებობის დამადასტურებელი საბუთები წარმოადგინა. როგორც რიპლის გენერალური კონსულტანტი სტიუარტ ოლდეროტი ამბობს, ორწლიანი სასამართლო გარჩევების შემდეგაც, SEC-ს თავისი სარჩელის დამადასტურებელი არცერთი მტკიცებულება არ წარმოუდგენია.

© 2020 MyCoins.ge all rights reserved