რა მოხდებოდა ბიტკოინი (BTC) 2009 წელს რომ გეყიდა?

Home » ბიტკოინი » რა მოხდებოდა ბიტკოინი (BTC) 2009 წელს რომ გეყიდა?
25/03/2021
რა მოხდებოდა ბიტკოინი (BTC) 2009 წელს რომ გეყიდა?

იმისდა მიუხედავად, რომ ბიტკოინის (BTC) ფასი ძალიან დინამიურია, მათ, ვინც ბიტკოინს დიდიხნის განმავლობაში ინახავენ, გასაოცარი ზომის მოგება ნახეს.

მაგალითად, შენ რომ ბიტკოინი (BTC) მის პირველ დღეებში – 2009 წელს გეყიდა, დღევანდელი შენი მოგება მილიონებამდე ავიდოდა, რადგან კრიპტოვალუტის საფასური თავდაპირველად ფაქტიურად $0-ს შეადგენდა.

გაინტერესებს ბიტკოინი (BTC) რომ 2009 წელს გეყიდა, მოგებული ფულით წლების განმავლობაში რის ყიდვას შეძლებდი? 👇

ვთქვათ, შენ შეიძინე $100-ის ბიტკოინი, როდესაც მისი ღირებულება იყო მხოლოდ $0.1, რაც 2010 წლის ოქტომბერის მაჩვენებელია. ეს ნიშნავს, რომ შენს ბალანსზე 1,000 ბიტკოინი იქნებოდა, რაც დღევანდელი მაჩვენებლით დაახლოებით $57,000,000-ს შეადგენს.

რა თქმა უნდა, ინვესტიციის ასეთი დიდი დროით შენახვა ნამდვილად რთული და მაცდუნებელი პროცესია. მრავალი ისტორია არსებობს ისეთ ინვესტორებზე, ვინც ადრეულ ეტაპზე შეძენილ კრიპტოვალუტას გულმოდგინედ ინახავდა, მაგრამ შემდეგ მათ ისეთი უბრალო ტექნიკური პრობლემების გამო, როგორიცაა პაროლის დავიწყება, პრობლემები შექმნიათ და საკუთარი ინვესტიცია დაუკარგავთ.

✅ შენ წარმატებით გამოიწერე სიახლეები!

გამოწერისას წარმოიშვა პრობლემა, სცადე სწორი ელფოსტის შეყვანა

ექსპერტების თქმით, ბიტკოინის (BTC) ფასი სულ მალე კიდევ ახალ რეკორდებს მოხსნის და იმაზე ბევრად მაღალ ნიშნულებს მიაღწევს ვიდრე ჩვენ ვფიქრობთ.

მხოლოდ 2021 წელს, ბიტკოინის (BTC) ფასი უკვე თითქმის 100%-ით გაიზარდა და კვლავ განაგრძობს ზრდას – ეს ყველაფერი კი კრიპტომოყვარულების აზრით, იმის მანიშნებელია, რომ დღეს გაკეთებული ინვესტიცია კრიპტოვალუტაში, გარკვეული დროის შემდეგ, შესაძლოა ისეთივე დიდი მოგების მომტანი გახდეს, როგორც ეს 2009 წელს განხორციელებულმა ინვესტიციამ მოახდინა.

საინტერესოა, გარკვეული დროის შემდგებ, შევხედავთ დღევანდელ დღეს ისე, როგორც ახლა ვუყურებთ 2009 წელს?

© 2020 MyCoins.ge all rights reserved