საყოფაცხოვრებო ნივთები, ავეჯი, პროდუქტები, ფილმები. ეს იმ სიის მოკლე ჩამონათვალია, რისი ყიდვაც ბიტკოინის საშუალებით შეგიძლია.
ბოლო 12 თვის განმავლობაში ერთი ბიტკოინის ფასი $10,000-დან $40,000-ზე მეტი გახდა რაც ვალუტის ფასის რეკორდული მაჩვენებელია. კომპანიები, როგორიცაა “Square” და “IBM” ბლოკჩეინის აქტიური მომხმარებლები არიან, რაც ვალუტის უკან მდგომი ტექნოლოგიაა, რისი მეშვეობითაც ონლაინ გადახდები უფრო მარტივი და მოსახერხებელი ხდება.
![Bitcoin price 1 year graph](https://mycoins-blog-w3-total-cache.s3.amazonaws.com/wp-content/uploads/2021/02/chart-1-scaled.jpeg)
მაგრამ, მაინც რისი ყიდვა შეგიძლია ბიტკოინით?
როგორც ჩანს, ძალიან ბევრი პროდუქტისა თუ სერვისის!
მაგალითად, მომხმარებელს შეუძლია იყიდოს პროდუქტი Amazon-იდან ბიტკოინის მეშვეობით, რაშიც მათ პლათფორმა სახელწოდებით Purse (Purse.io) დაეხმარება.
![Shopping on Amazon using Purse](https://mycoins-blog-w3-total-cache.s3.amazonaws.com/wp-content/uploads/2021/02/Source_.jpg)
Purse შემდეგნაირად მუშაობს: მომხმარებელი ირჩევს სასურველ პროდუქტს Amazon-ზე, დააკოპირებს პროდუქტის ლინკს და დაბრუნდება უკან Purse-ზე, სადაც მას შეეძლება სასურველი პროდუქტი ბიტკოინის (BTC) ან ბიტკოინ ქეშის (BCH) მეშვეობით შეიძინოს და 33%-მდე ფასდაკლება მიიღოს.
დააჭირე აქ და გაიგე მეტი Purse.io-ს შესახებ!
Purse.io-ს გარდა კრიპტოვალუტის მომხმარებლებს უკვე შეუძლიათ სხვადასხვა პლათფორმებზე შოპინგიც, როგორებიცაა: overstock.com, Namecheap.com, newegg.com, lolli.com და მრავალი სხვა!