საიდუმლო არაა, რომ ილონ მასკის ტესლა ბიტკოინის მფლობელი ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი კორპორაციაა. სამშაბათს, ტესლასთან დაკავშირებული კრიპტო საფულეებიდან მათი თითქმის მთელი მარაგი – 11,500-ზე მეტი BTC ისეთ საფულეებზე გადაირიცხა, რომელთა მფლობელების ვინაობა ჯერ-ჯერობით უცნობია. 760 მილიონი დოლარის ღირებულების ბიტკოინის გადარიცხვის შემდეგ, ტესლას საფულეებზე დაახლოებით 6 დოლარის BTC რჩება – ფაქტობრივად, არაფერი.
BitcoinTreasuries მონაცემებით, ტესლა ბიტკოინის მეოთხე ყველაზე დიდი ჰოლდერია. 2021 წელს კომპანიამ მილიარდნახევარი დოლარის რაოდენობის ბიტკოინი იყიდა და თუ Arkhem-ის მონაცემებს თუ დავუჯერებთ, რაღაც ეტაპზე, ტესლა 2,5 მილიარდი დოლარის ღირებულების ბიტკოინის მფლობელი იყო, თუმცა კომპანიამ თავისი ციფრული აქტივის 75% 2022 წელს გაყიდა.
რაც შეეხება თავად აქტივს, მისი ფასი გასულ კვირაში 9,3%-ით გაიზარდა (Coingecko).