ამერიკაში ინფლაციის ზრდა ბიტკოინის გაძვირებას უზრუნველყოფს

Home » ბიტკოინი » ამერიკაში ინფლაციის ზრდა ბიტკოინის გაძვირებას უზრუნველყოფს
24/07/2023
ამერიკაში ინფლაციის ზრდა ბიტკოინის გაძვირებას უზრუნველყოფს

ჰალვინგის გარდა, რომელიც დაახლოებით 10 თვეშია მოსალოდნელი, ბიტკოინის (BTC) ფასის ზრდის კიდევ ერთი ძლიერი ფაქტორი შეიძლება გახდეს შეერთებულ შტატებში ინფლაციის ზრდა, რასაც ეკონომიკის რეცესიის გამოწვევა შეუძლია. ანალიტიკოსები ფიქრობენ, რომ ამერიკაში 2024 წელს რეცესიის დიდი ალბათობა იქნება. ისტორიული მოდელები კი ცხადყოფს, რომ ამ ფონზე, ბიტკოინს ისტორიული მაქსიმუმის განახლება შეუძლია.

ფინანსური მონიტორინგის პლატფორმა „გეიმ ოფ ტრეიდსის“ მიერ ჩატარებული ანალიზი ცხადყოფს, რომ აშშ-ში 2024 წელს რეცესიის ალბათობის დონე, 1980-იანი წლების შემდეგ, ყველაზე მაღალ ნიშნულზე ავა.

ამის კვალად, ბიტკოინს, რომელიც ბევრი ინვესტორისთვის, რეცესიისგან და ინფლაციისგან თავშესაფარი აქტივია, ზრდის კარგი პერსპექტივა შეექმნება. გარდა ამისა, აშშ-ში საპრეზიდენტო არჩევნებამდე რამდენიმე თვით ადრე, პირველ კრიპტო ვალუტას ზრდა ახასიათებს. მიმომხილველები წერენ, რომ ამჟამად ბიტკოინი სწორედ ზრდის ტრენდს იწყებს.

ანალიტიკოსები ამბობენ, რომ ბიტკოინი ზრდას საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგაც გააგრძელებს და ყველა დროის მაქსიმუმს განაახლებს. და მნიშვნელობა არ აქვს, პრეზიდენტი დემოკრატიული პარტიის კანდიდატი გახდება, თუ – რესპუბლიკელებისა.

ასე იყო 2012 წელს, როცა პრეზიდენტად დემოკრატი ბარაკ ობამა აირჩიეს, 2016 წელს, როცა პრეზიდენტი დონალდ ტრამპი გახდა და 2020 წელს, როდესაც არჩევნები ჯო ბაიდენმა მოიგო.

არის კიდევ რამდენიმე ძლიერი ფაქტორის მოლოდინი, რომელთა შორისაც, ყველაზე გამორჩეული არის პირველი სავაჭრო ETF-ის რეგისტრირება, რისი განაცხადიც SEC-ში (შეერთებული შტატების ფასიანი ქაღალდების და სავალუტო გაცვლების კომისია) რამდენიმე ძლიერ საფინანსო ინსტიტუციას აქვს შეტანილი.

© 2020 MyCoins.ge all rights reserved