ამერიკელი ინვესტორი – ბიტკოინის ფასი 250 000 დოლარს მიაღწევს

Home » ბიტკოინი » ამერიკელი ინვესტორი – ბიტკოინის ფასი 250 000 დოლარს მიაღწევს
18/07/2023
ამერიკელი ინვესტორი – ბიტკოინის ფასი 250 000 დოლარს მიაღწევს

ამერიკელი ინვესტორი ტიმ დრეიპერი დარწმუნებულია, რომ პირველი კრიპტო ვალუტის ფასი მეოთხედ მილიონ დოლარს მიაღწევს. თუმცა მან შეცვალა ამ მიზნის მიღწევის სავარაუდო ვადა. ადრე ის ფიქრობდა, რომ BTC-ს ფასი 250 000 დოლარს მიმდინარე წლის ივნისში მიაღწევდა, მაგრამ ასე არ მოხდა.

ამჯერად, ბლუმბერგთან საუბრისას, მან საპროგნოზო ვადა შეცვალა და განაცხადა, რომ ბიტკოინის ფასი 250 ათას დოლარამდე 2025 წლისთვის გაიზრდება. მილიარდერი ვადის გადაწევის მიზეზად იმ გარემოებას ასახელებს, რომ ამერიკელი კანონმდებლები კრიპტო სფეროსადმი დიდ აგრესიას ავლენენ, რაც ფასებზე ძლიერ ზეწოლას იწვევს.

ინვესტორი ხაზს უსცვამს, რომ SEC-ის (აშშ-ის ფასიანი ქაღალდების და სავალუტო გაცვლების კომისია) მიერ, უმსხვილესი კრიპტო სავაჭრო კომპანიების, „კოინბეიზის“ და „ბაინენსის“ წინააღმდეგ აღძრული სარჩელები, ბევრ ინვესტორს, ამ სფეროში გააქტიურების სურვილს უკარგავს, თუმცა ისინი დაინტერესებულნი არიან კრიპტო ბაზარზე შესვლით. ბევრმა ბიზნესმენმა კი ამერიკული კრიპტო ბაზარი დატოვა. შედეგად, ბიტკოინის და სხვა კრიპტო აქტივების ფასებმა დაიწია, რასაც შედეგად, რამდენიმე დიდი კომპანიის გაკოტრება გამოიწვია.

მაგრამ, რაც მთავარია, ეს ყველაფერი ვერანაირად ვერ მოქმედებს და ვერც იმოქმედებს იმ ტექნოლოგიაზე, რომლის საფუძველზეც ბიტკოინია შექმნილი. დრეიპერი ამბობს, რომ ბიტკოინი არის არამხოლოდ შესანიშნავი ვალუტა, არამედ მუშაობის უბადლო საშუალებაც.

„მოუთმენლად ველი დროს, როდესაც მთელ ჩემს რესურსებს ბიტკოინებში გადავიტან და ჩემს პორტფელში შემავალი კომპანიები, თავიანთ თანამშრომლებს ხელფასს ბიტკოინებში გადაუხდიან. დროს, როდესაც ყველაფერი ბიტკოინებში იქნება. რატომ? იმიტომ, რომ აღარ დაგვჭირდება ცალკეული აღრიცხვები, აუდიტი, ბუჰღალტერია – ამ ყველაფერს ბლოკჩეინი გააკეთებს, ყველაფერი სამართლიანი იქნება“, – ამბობს დრეიპერი.

© 2020 MyCoins.ge all rights reserved