ანალიტიკოსები ბიტკოინის (BTC) კიდევ უფრო გაძვირებას ელიან

Home » ბიტკოინი » ანალიტიკოსები ბიტკოინის (BTC) კიდევ უფრო გაძვირებას ელიან
24/03/2023
Photo: ანალიტიკოსები ბიტკოინის ზრდას ელიან
ანალიტიკოსები ბიტკოინის (BTC) კიდევ უფრო გაძვირებას ელიან

ბლუმბერგის ინფორმაციით, ბიტკოინის (BTC) ფასი მიმდინარე წლის მეორე კვარტალში კიდევ უფრო გაიზრდება. მეტიც, ანალიტიკოსთა ნაწილი ვარაუდობს, რომ რეკორდული ზრდაა მოსალოდნელი. მათი აზრით, ზრდის ახალ ციკლს ისეთივე ტემპი ექნება, როგორიც 2021 წელს ჰქონდა.

„2023 წლის დასაწყისიდან, ბიტკოინის ფასი დაახლოებით 70%-ით არის გაზრდილი. შეერთებული შტატების ხელისუფლების მიერ, საბანკო სექტორის ლიკვიდურობის უზრუნველყოფისთვის გადადგმული ნაბიჯები, რისკიანი აქტივებისთვის პოზიტიური ფაქტორი გახდა და ამან ბიტკოინის და ოქროს გაძვირებაც განაპირობა“, – ამბობს საბროკერო კომპანია „პეპერსტოუნის“ კვლევების შტოს ხელმძღვანელი კრის უესტონი.

ბიტკოინის (BTC) ფასის ზრდამ, ციფრული აქტივების ბაზრის გამოცოცხლება გამოიწვია და მისი სავაჭრო მოცულობა 390 მილიარდი დოლარით გაიზარდა. ცნობისათვის, შარშანდელი დაღმავალი ტრენდის დროს, ციფრული აქტივების ბაზრის მოცულობა, დაახლოებით 1.5 ტრილიონი დოლარით დაეცა. ამჟამად ბიტკოინის (BTC) ფასი 28 ათასი დოლარის სიახლოვეს რჩება. უფრო მეტიც, ანალიტიკოსები მისი რეკორდული გაძვირების პროცესის გაგრძელებას ელიან.

„ბიტკოინი ხარულ (აღმავალ) ტრენდს მიჰყვება. ჩვენი გათვლებით, მისი ფასი 35 ათას დოლარამდე უნდა გაიზარდოს. მიმდინარე პირობები ბიტკოინზე (BTC) ისე მოქმედებს, როგორც მსუბუქი ზურგქარი, რაც მოძრაობის გაგრძელებას უზრუნველყოფს“, – ამბობს ონლაინ ვაჭრობის კომპანია „IG ავსტრალიას“ საბაზრო ანალიტიკოსი ტონი საიკამორი.

ბევრი მიმომხილველი ფიქრობს, რომ ბიტკოინის (BTC) ფასის ამჟამინდელი ზრდის მთავარი მიზეზი, შეერთებული შტატების და ევროპის საბანკო სექტორის კრიზისია. მათი აზრით, შექმნილ სიტუაციაში, ბევრი ინვესტორი, საკუთარი ფინანსების დაცვის საუკეთესო საშუალებად, ბიტკოინის და კრიპტო ვალუტების შესყიდვას მიიჩნევს.

© 2020 MyCoins.ge all rights reserved