ბიტკოინის ფასი $5000-ის ნიშნულს უახლოვდება

Home » ბიტკოინი » ბიტკოინის ფასი $5000-ის ნიშნულს უახლოვდება
02/04/2019
ბიტკოინის ფასი $5000-ის ნიშნულს უახლოვდება

მსოფლიოში ყველაზე პოპულარული კრიპტოვალუტის, ბიტკოინის ფასის უეცარი ზრდის საფუძველზე, სამთვიანი სიმშვიდის შემდგომ, ბაზრის კაპიტალიზაციის რეკორდული მაჩვენებელი დაფიქსირდა  – 160 მილიარდი დოლარი.

CoinMarketCap-ის განცხადებით, ბიტკოინი მიუახლოვდა $5000-ის ნიშნულს, ხოლო ბაზრის კაპიტალიზაცია დაახლოებით 17 მილიარდი დოლარით გაიზარდა ერთი საათის განმავლობაში.

კრიპტომოვაჭრეები ცდილობენ განსაზღვრონ ფასის ზრდის მიზეზები, ზოგიერთი მათგანი აღნიშნავს, რომ აქტიურობის პირველი ნიშნები უკვე თვალსაჩინო იყო ჯერ კიდევ მაშინ, როდესაც ბიტკოინის ფასმა $4200-ის ნიშნულს მიაღწია.

ასევე გაზრდილია სხვა კრიპტოვალუტების ფასებიც:  XRP, Ethereum, Litecoin.

ფასის უეცარი ცვლილება ჩვეული მოვლენაა ბიტკოინისათვის, თუმცა აღნიშნული ცვლილებები მიმდინარე წლის მშვიდ ფონზე, შესაძლოა ინვესტორთა აქტივობაზე და მსხვილ შესყიდებზე მიგვანიშნებდეს.

გადაამოწმეთ კრიპტოვალუტის კურსები MyCoins.ge-ზე და ისარგებლეთ დამატებითი ფუნქციონალებით:

ავტომატური ყიდვა/გაყიდვა

ავტომატური ყიდვა/გაყიდვა გახლავთ კრიპტოვალუტის ავტომატური ყიდვა/გაყიდვის დავალება და იგი ხორციელდება მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ კრიპტოვალუტების საბაზრო ფასი მიაღწევს თქვენთვის სასურველ ფასს.

მარკეტ ორდერი

მარკეტ ორდერი გახლავთ კრიპტოვალუტის ავტომატური ყიდვა/გაყიდვის დავალება როგორც წესი სწრაფი ყიდვა/გაყიდვის კურსებზე უკეთესი კურსით.


სრული სტატიის სანახავად მიჰყევით ბმულს: https://myc.ge/2YJdRhJ

© 2020 MyCoins.ge all rights reserved