ბიტკოინის 200 დღიანი საშუალო რეკორდულად მაღალ ნიშნულს უახლოვდება

Home » ბიტკოინი » ბიტკოინის 200 დღიანი საშუალო რეკორდულად მაღალ ნიშნულს უახლოვდება
24/04/2024
ბიტკოინის 200 დღიანი საშუალო რეკორდულად მაღალ ნიშნულს უახლოვდება

ბიტკოინის გრძელვადიანი ტრენდის გასაზომად, ყველაზე დაკვირვებადი ინდიკატორი 200 დღიანი მარტივი მოძრაობის საშუალოა. როგორც ჩანს, ამჯერად, ბიტკოინის 200 დღიანი საშუალო თავის საუკეთესო მაჩვენებელს (2022 წლის თებერვალი, $49,452) აუმჯობესებს.

ეს ინფორმაცია კრიპტო-ინვესტორებისთვის საინტერესოა იმდენად, რამდენადაც წარსულში 200 დღიანი საშუალოს რეკორდულ ნიშნულს Bullrun-იც გამოუწვევია. 200 დღიანი საშალო – გრძელვადიანი ტრენდების გამოსავლენად შემუშავებული ეს აუცილებელი “ბარომეტრი” – ამჯერადაც სწრაფად იზრდება. მაგალითად, 2020 წელს, მესამე ჰალვინგიდან 6 თვის შემდგომ, მარტივი მოძრაობის საშუალომ მაშინდელი რეკორდი მოხსნა და $10,320 დოლარამდე ავიდა. 2021 წლის აპრილში კი პირველი კრიპტო-აქტივი 4,5-ჯერ იყო გაზრდილი.

მიუხედავად იმისა, რომ წარსული გამოცდილებით 200 დღიანი საშუალო მომავალ Bull განწყობაზე მიუთითებს, უნდა გვახსოვდეს, რომ კრიპტოსამყაროში კანონზომიერებები ყოველთვის სანდო არ არის.

© 2020 MyCoins.ge all rights reserved