ბიტკოინის (BTC) ფასმა დღეს რეკორდულ მაჩვენებელს $50,200-ს მიაღწია, რაც ბოლო 24 საათის განმავლობაში დაახლოებით 6%-იან ზრდას აღნიშნავს.
ბიტკოინის (BTC) მიმართ ინტერესი Wall Street-მაც გამოთქვა, რამაც კიდევ უფრო გაამყარა ვალუტის ფასის ზრდის მომენტუმი და 2021 წლის მაჩვენებლით იგი უკვე დაახლოებით 70%-ით გაიზარდა.
ილონ მასკის “Tesla”-მ საგრძნობლად იმოქმედა ბიტკოინის ფასზე, მას შემდგე რაც 8 თებერვალს მათ კომპანიის ბიუჯეტის დიდი ნაწილი – $1.5 მილიარდი, სწორედ, რომ ბიტკოინში (BTC) ჩადეს. ხოლო “Tesla” ავტომობილების შეძენა კი უკვე კრიპტოვალუტით გახდება შესაძლებელი.
“Tesla”-ს მსგავსი ქმედების შემდეგ, “Uber”-ის CEO-მ დარა კოსროვშაშიმ განაცხადა, რომ კრიპტოვალუტაში საკუთარი ბიუჯეტის დაბანდებაზე თვითონაც ფიქრობდნენ. ხოლო კრიპტოვალუტით ანგარიშსწორება, მათი განხილვის ობიექტი სულ მალე გახდება.
ექსპერტების აზრით ბიტკოინის (BTC) ფასის ასეთ რეკორდულ ზრდას, სწორედ იმ დიდი კომპანიების ბიტკოინისადმი მხარდაჭერა იწვევს, რომელსაც კრიპტოვალუტა ბოლო დროის მანძილზე იღებს.