ბიტკოინი – გლობალური კრიზისისთვის შექმნილი ციფრული ვალუტა?

Home » ბიტკოინი » ბიტკოინი – გლობალური კრიზისისთვის შექმნილი ციფრული ვალუტა?
25/03/2020
ბიტკოინი – გლობალური კრიზისისთვის შექმნილი ციფრული ვალუტა?

ბიტკოინის მხარდამჭერები თვლიან, რომ მნიშვნელობა არ აქვს, მიიჩვევენ თუ არა ადამიანები ბიტკოინს ისეთ ფასეულობად, რომელიც კონკურენციას გაუწევს ოქროს ან უძრავ ქონებას, ან ხედავენ თუ არა მას ანგარიშსწორების პოტენციურ ერთეულად, მისი არაინფლაციური ბუნებიდან გამომდინარე. როგორც ციფრული ფულის ქომაგები ამბობენ, ბიტკოინის ზუსტ დანიშნულებასთან დაკავშირებით ერთნაირი აზრი არასდროს იარსებებს.

რეალურად, ბიტკოინი ბანკების, მთავრობების, საერთაშორისო ვალუტებისა და ნებისმიერი იმ სხვა სისტემისგან დამოუკიდებელია, რაც ტრადიციულ ფულს სჭირდება არსებობისთვის. არ არსებობს ისეთი სცენარი, სადაც ბიტკოინის გამოყენება იზღუდება და ფაქტია, რამდენიმე ქვეყანა (მაგ. ირანი, ჩრ.კორეა) უკვე აქტიურად იყენებს მას საერთაშორისო სანქციებისთვის თავის ასარიდებლად.

და როგორ შეიძლება ბიტკოინს ვუწოდოთ ფასეული, როცა გასული კვირას ფასის 45%-იანი ვარდნას შევესწარით?

ბევრს, ვინც ამტკიცებს, რომ ბიტკოინი არ შეიძლება იყოს ,,safe haven” გასული პერიოდის ფასის ვარდნიდან გამომდინარე, უპირისპირდებიან იმით, რომ მსგავსი შემთხვევა ოქროსაც ჰქონია, მაგალითად 2008 წლის ფინანსური კრიზისის დროს, 2 თვეზე ნაკლებ დროში განცდილი 24%-იანი ვარდნის შემდეგ. ასევე ამატებენ, რომ დღევანდელი კრიზისი ბოლო ათწლეულების მანძილზე, უპრეცენდენტოა.

Gold/USD daily chart 2007 – 2009. Source: TradingView

გაუძლებს ბიტკოინი არსებულ კრიზისს?

ფაქტია, რომ კორონავირუსის მიერ გამოწვეული ეკონომიკური არეულობა შეიძლება საკმარისი იყოს როგორც მაღალი ბერკეტების მქონე კომპანიების, ასევე რითეილზე ორიენტირებული ბიზნესებისა და საკრედიტო კომპანიების კრიზისისთვის.

რა თქმა უნდა, არავინ ელის, რომ ბიტკოინი და ზოგადად კრიპტოვალუტა პირველი არჩევანი იქნება ინვესტორებისთვის ასეთ დროს, მაგრამ ვენესუელის, ირანისა და თურქეთის ჰიპერინფლაციასთან გამკლავების მაგალითები გვიჩვენებს, რომ ფინანსურ კრიზისთან ბრძოლა ქვეყნებში კრიპტოვალუტების მიმართ ინტერესს გაზრდის.

ამავდროულად, ბიტკოინის მხარდამჭერები თვლიან, რომ დაარსების დღიდან ბიტკოინი მზად იყო და იქნება ნებისმიერი გლობალური კრიზისისთვის. ბოლოდროინდელი ფასების კრახი კი ნამდვილად არ ასახავს ინვესტორების ბიტკოინის ქსელისადმი უნდობლობას და ეს უბრალოდ დროებითი მოვლენაა.

თუმცა, ეს მხოლოდ სუბიექტური მოსაზრებებია და ზუსტი პასუხი არავის აქვს იმაზე, შეუძლია თუ არა ბიტკოინს, გაუძლოს გლობალურ კრიზისებს.

შენ როგორ ფიქრობ?

წყარო: https://bit.ly/2QKFqVL

© 2020 MyCoins.ge all rights reserved