ბიტკოინი „დიდ მოძრაობას“ ივლისში დაიწყებს

Home » ბიტკოინი » ბიტკოინი „დიდ მოძრაობას“ ივლისში დაიწყებს
05/06/2023
ბიტკოინი „დიდ მოძრაობას“ ივლისში დაიწყებს

სავაჭრო კომპანია „QCP კეპიტალის“ ანალიტიკოსთა ვარაუდით, ბიტკოინის (BTC)
ფასის კონსოლიდაცია ივლისამდე დასრულდება, რასაც ფასის ზრდის დაწყება
მოჰყვება. მის მსგავსად, ზრდას დაიწყებს უდიდესი ალტკოინი ეთერიუმიც (ETH).
„QCP კეპიტალის“ ანალიტიკოსები ამბობენ, რომ კონსოლიდაციის პროცესი
წარმატებულია. ის უკვე ორი თვე გრძელდება, რა დროსაც ფასი შედარებით
ვიწრო დიაპაზონში (26-დან 31 ათას დოლარამდე) მერყეობს. მაგრამ ასე დიდხანს
არ გაგრძელდება და დიაპაზონის საზღვრებიდან გასვლა, უახლოეს მომავალში
მოხდება.
მათი არგუმენტის შესაბამისად, შეერთებული შტატების წარმომადგენლობითი
პალატა და სენატი, მალე გადაწყვეტენ, რომ ვალის ჭერი 2025 წლამდე
გაგრძელდეს. ეს კი ნიშნავს, რომ კრიპტო ვალუტებზე და რა თქმა უნდა,
ბიტკოინზე (BTC) მოთხოვნის ზრდა, მომავალი წლის საპრეზიდენტო არჩევნებამდე
გარანტირებული იქნება. შესაბამისად, ტრეიდერებს და ინვესტორებს, თამამად
შეუძლიათ დაუბრუნდნენ იმ ტექნიკური ანალიზის სქემებს, რომლებიც
შემუშავებული აქვთ.
„QCP კეპიტალის“ ანალიტიკოსები ამჟამინდელ სიტუაციას, კოვიდ პანდემიის
წინა პერიოდს ადარებენ. მაშინაც და ახლაც, ერთი წელია მორიგ ჰალვინგამდე.
მაშინ, სანამ ზრდა დაიწყებოდა, ბიტკოინის (BTC) ფასი 5-ათასდოლარიან ნიშნულზე
დაბლა დაეცა. თუმცა შეერთებული შტატების მიერ, კრიზისის დაძლევის
პროგრამის ფარგლებში, ტრილიონობით დოლარის ბაზარზე გამოშვებამ,
ინვესტორებს რისკიანი აქტივებისადმი, მათ შორის კრიპტოებისადმი, მადა
გაუღვიძა. ამან კი კრიპტო ბაზარი ისტორიულ მაქსიმუმებამდე მიიყვანა.
ახლა კი, ბაზარი მორიგ ჰალვინგს ელის. და თუ ახლა, შეერთებულ შტატებში
ვალის ჭერის შემცირებას გადადებენ, „QCP კეპიტალის“ ანალიტიკოსთა აზრით,
ეს ინვესტორებს რისკიანი აქტივებისადმი მადას ისევ გაუღვიძებს. ამას კი
ფასების ზრდის ახალი ეტაპის დაწყება უნდა მოჰყვეს.
ზემოთ ნახსენები კონსოლიდაცია, ამ სცენარის ამოქმედების მოახლოებას კარგად
ემთხვევა. და ის აუცილებელი ინგრედიენტია იმისათვის, რომ ინვესტორებს
ყიდვის მადა ისევ აღეძრათ.

© 2020 MyCoins.ge all rights reserved