ბიტკოინი 11 წლისაა! – იცი, რაში შეგიძლია დახარჯო დღეს ბიტკოინები?

Home » ბიტკოინი » ბიტკოინი 11 წლისაა! – იცი, რაში შეგიძლია დახარჯო დღეს ბიტკოინები?
31/10/2019
ბიტკოინი 11 წლისაა! – იცი, რაში შეგიძლია დახარჯო დღეს ბიტკოინები?

2008 წლის 31 ოქტომბერს სატოში ნაკამოტომ მოაწყო სრული რევოლუცია და მსოფლიოს წარუდგინდა ბიტკოინი: P2P დეცენტრალიზებული ციფრული ვალუტა და მსოფლიოში ახალი ერა დაიწყო.

ბევრს სჯერა, რომ ბიტკოინი ინტერნეტის მერე ყველაზე მასშტაბური გამოგონებაა, რომელიც მალე თითოეული ადამიანის ყოველდღიურობის ნაწილი გახდება.

რეალურად, ბიტკოინის გამოყენება უფრო და უფრო იზრდება და თუ რამდენიმე წლის წინ ის მხოლოდ ინვესტიციის განხორციელების საშუალება იყო, დღეს ბიტკოინის საშუალებით სხვადასხვა პროდუქტის ყიდვა და მომსახურების მიღება შეგიძლია.

დღეს ბიტკოინის მე-11 დაბადებისდღეა და ვფიქრობთ დაგაინტერესებს, თუ რისი ყიდვა შეგიძლია ამ ყველაზე მსხვილი კაპიტალიზაციის მქონე კრიპტოვალუტის საშუალებით.

ყველაფერი Windows-ისა და Xbox-ისთვის

Microsoft-მა ჯერ კიდევ 2014 წელს დაიწყო ბიტკოინით გადახდების მიღება. 2018 წელს დროებით მოუწია ტრანზაქციების შეჩერება, თუმცა მალევე აღადგინა. დღეს შენ შეგიძლია ბიტკოინით იყიდო თამაშები, ფილმები და აპლიკაციები Windows-ისა და Xbox-ის ონლაინ მაღაზიებში.

ყავა

2018 წლის აგვისტოში, ყავის გიგანტმა Sturbucks-მა დააანონსა, რომ პარტნიორობას დაიწყებდა Windows-სთან და გადახდებს მიიღებდა ბიტკოინში Bakkt app-ის საშუალებით. რაც ნიშნავს, რომ მოგზაურობისას შენი დილის ლატეს შეძენა მალე კრიპტოვალუტებშიც შეგეძლება.

სასაჩუქრე ბარათები

eGifter.com-ის შესახებ გსმენია? ამ ვებგვერდზე შეგიძლია 250 განსხვავებული ბრენდის სასაჩუქრე ბარათი შეიძინო. გარდა იმისა, რომ მეგობრებსა და ოჯახის წევრებს იდეალურ საჩუქარს გაუკეთებ, შეგიძლია ბიტკოინები იმ ბრენდების სასაჩუქრე ბარათების ყიდვაში დახარჯო, რომლებიც ჯერ-ჯერობით კრიპტოვალუტებში გადახდეს არ იღებენ.

ქველმოქმედება

უფრო და უფრო მეტი საქველმოქმედო ორგანიზაცია იწყებს კრიპტოვალუტების მიღებას. მაგალითად, რამდენიმე კვირის წინ Unicef-მა კრიპტოვალუტების ფონდი დააარსა და შემოწირულობების მიღება ციფრულ ვალუტაში დაიწყო.

მანქანები

ჯერ კიდევ 2014 წელს, როცა კრიპტოვალუტებისადმი მასშტაბური ყურადღება არ იყო მიპყრობილი, ერთ-ერთმა კომპანიამ კალიფორნიაში Tesla Model S P85 მოდელი 5,447 ლაითკოინად გაყიდა. იმ დროს ეს ტრანზაქცია $90,000-ს უდრიდა, დღეს კი $300,000-ს შეადგენს. 

WordPress-ის თემა და პლაგინები

უკვე დიდი ხანია გაჩნდნენ კომპანიები, რომლებიც ვორდპრესის საიტის შაბლონებს მომხმარებლებს ბიტკოინების სანაცვლოდ სთავაზობენ. ამავდროულად, თავად ვორდპრესს სხვადასხვა პლაგინი აქვს წარმოდგენილი, რომელთა გააქტიურების შემდეგ კომპანიები გადახდების მიღებას კრიპტოვალუტებშიც შეძლებენ.

მსოფლიოს არაერთმა წამყვანმა ბრენდმა უკვე გააანალიზა, რომ კრიპტოვალუტები მომავალია და ამ რევოლუციური გამოგონებისთვის ფეხის აწყობას ცდილობს. მაგალითად, ისეთმა ბრენდებმა, როგორიცაა Shopify, Subway, PlayStation, Reddit უკვე დაიწყეს კრიპტოვალუტებით გადახდების მიღების სისტემების დანერგვა და ამავდროულად, ბევრი სხვა ყოველდღიური მოხმარების ბრენდი, მაგ. ტაქსის კომპანიები ცდილობენ ამ ალტერნატიული გადახდის მეთოდის მომხმარებლებისთვის შეთავაზებას. ასევე, ბიტკოინით მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში სწავლის დაფინანსება, ოქროს შეძენა, მუსიკის ჩამოტვირთვა და იურიდიული მომსახურების მიღებაც კი შეგიძლია. 

საინტერესოა, როგორ განვითარდება კრიპტოვალუტების სამყარო?

ჩვენ კი გვჯერა, რომ 1 წლის შემდეგ, ბიტკოინის მე-12 დაბადებისდღეზე ამ ჩამონათვალს როგორც ბევრი კომპანია და პროდუქტი დაემატება, ასევე გაიზრდება ბიტკოინით გადახდის მსურველთა რაოდენობაც.

ბიტკოინი ერთ-ერთი კრიტპოვალუტაა MyCoins.ge-ზე წარმოდგენილ 7 მოთხოვნად ციფრულ ვალუტას შორის. ეწვიე ჩვენს ვებგვერდს და შენც აღმოაჩინე კრიპტოვალუტებში არსებული შესაძლებლობები. 

© 2020 MyCoins.ge all rights reserved