„Wedbush”-ის ანალიტიკოსი დანიელ ივის თქმით, Tesla-ს ინვესტიცია ბიტკოინში კომპანიისთვის წლის ყველაზე დიდი შემოსავლის წყარო გახდა.
ბიტკოინის (BTC) ღირებულებამ მის უმაღლეს ნიშნულს – $60,409-ს, შაბათ დღეს მიაღწია, რითაც Tesla-ს მოგება 1 მილიარდი დოლარით გაიზარდა. უმაღლესი მაჩვენებლის დაფიქსირების შემდეგ, ბიტკოინის ფასი, 2021 წლის დაწყებიდან, 107%-ით გაიზარდა, ხოლო ბოლო 1 წლის განმავლობაში მისმა ზრდამ 1,000%-ს გადააჭარბა.
კრიპტოვალუტაში ინვესტიციის შემდეგ მიღებულმა მოგებამ 2021 წელს Tesla-ს იმაზე მეტი შემოსავალი მოუტანა, ვიდრე საკუთარი მანქანებისა და მანქანის ელემენტების გაყიდვამ.
ბიტკოინის მეშვეობით, Tesla-ს მიერ მიღებული მოგებით, კომპანიას თავისუფლად შეუძლია საკუთარი საწარმოო ქარხნის აშენება და მთელი წლის განმავლობაში ასობით ათასი პროდუქტის შექმნა და გაყიდვა.
წყარო: fortune.com
როგორ ფიქრობ, უნდა აიღონ სხვა კომპანიებმა მაგალითი Tesla-სგან?