გერმანული გამოცემა Financefwd-ის ცნობით, გერმანიის უმსხვილესი შემნახველი ბანკი Sparkasse -ი 2022 წელს კრიპტო ვალუტის სერვისის გაშვებას გეგმავს. ამრიგად, ბანკის 50 მილიონ მომხმარებელს პოტენციურად შეეძლება შევიდეს კრიპტო ვალუტის ბაზარზე.

Sparkasse დაარსდა 1778 წელს. ახალი ინიციატივის ფარგლებში, ბანკი გეგმავს მომხმარებლებს შესთავაზოს ბიტკოინის- ყიდვის, გაყიდვისა და შენახვის შესაძლებლობა.
გარდა ამისა, ამჟამად ბანკი ასევე ავითარებს საკუთარ კრიპტო ვალუტის საფულეს.