კრიპტოვალუტების ფასის რადიკალური ცვლილება და მისი ზრდადი ტრენდი

Home » ბიტკოინი » კრიპტოვალუტების ფასის რადიკალური ცვლილება და მისი ზრდადი ტრენდი
17/05/2019
კრიპტოვალუტების ფასის რადიკალური ცვლილება და მისი ზრდადი ტრენდი

ტოკიოს დროით 17 მაისს ღამის 12:13 საათზე (საქართველოს დროით 16 მაისს 19:13 საათზე) ბიტკოინის ფასი 7.3%-ით შემცირდა ( $7 113, 71). ამავე პერიოდში 7,5%-ით შემცირდა ასევე ეთერიუმის ფასიც. Crypto Bloomberg Galaxy-ის ინდექსი დაეცა 8,9%-ზე.  მოკლევადიან პერიოდში ფასის შემცირებას წინ უძღვოდა ფასის ზრდის ტრენდი, რის საფუძველზეც 2019 წლის დასაწყისში ბიტკოინის ფასი გაორმაგდა და ალბათ ბევრს გაინტერესებთ, თუ რამ განაპირობა დადებითი ტრენდის რადიკალური ცვლილება.

მოდით გადავხედოთ ბიტკოინის წარსულ ტრენდს

ალბათ, კარგად გვახსოვს 2017 წლის ბუმი, როდესაც კრიპტოვალუტის ფასმა ისტორიულად მაღალ მაჩვენებელს მიაღწია. ჩვენ გადავწყვიტეთ ანალიზისათვის შეგვედარებინა 1017 წლისა და 2019 წლის ფასის ტრენდი და დაგვეფიქსირებინა მსგავსება მათ შორის.

2017 წლის ნოემბერში ბიტკოინის ფასი მცირედი მაჩვენებლებით იწყებს ზრდას, რაც გრძელვალიანი ზრდის ტრენდის საწყისი ეტაპად შეგვიძლია ჩავთვალოთ, ხოლო 2017 წლის 17 დეკემბერს მან მიაღწია მაქსიმუმს, ამ შუალედში კი, როგორც ვხედავთ ფიქსირდება ფასის მნიშვნელოვანი რყევები. კერძოდ 29 ნოემბერს ფასმა 10 საათში 9,7%-ით მოიმატა, ხოლო შემდგომი 36 საათის განმავლობაში მისი ფასი 15.8% შემცირდა.

bitcoin price chart 2017

2019 წლის მარტის დასაწყისიდან ბიტკონის ფასი ზრდის ტენდენციით ხასიათდება, თუმცა მცირედი რყევები შეიმჩნეოდა ფასის რადიკალური მომატების შემდგომ.  ფასის მსგავსი რყევები დამახასიათებელი იყო ბიტკოინისათვის დროის მოკლე პერიოდში, თუმცა გრძელვადიან პერიოდში ფასის დადებით ტრენდზე გავლენა არ მოუხდენია.

bitcoin price chart 2019

ტრენდებზე დაკვირვებით კარგათ ჩანს რომ მცირედი რყევები გრძელვადაინ პერიოდში ბიტკოინის ფასის დამახასიათებელი თვისებაა. და ისიც შეიძლება დავინახოთ, რომ ფასის დადებით ტრენდს მცირედი ვარდნა და კვლავ დადებითი ტრენდი ახასიათებს გრძელვადიან პერიოდში.

აქვე ავღნიშნავთ, რომ ფასის მსგავსი რყევა დაფიქსირდა 2019 წლის აპრილის თვეშიც, როდესაც 2019 წლის  23 აპრილს ბიტკოინის ფასი 5,8%-ით გაიზარდა, ამავე წლის 24 აპრილს მიაღწია რა მაქსიმუმ ნიშნულს ($ 5568.36), რის შემდგომაც განიცადა კლების ტენდენცია და 26 აპრილის ბიტკოინის ფასი 7,1%-ით შემცირდა, თუმცა როგოც ვხედავთ გრძელვადიან პერიოდში ფასი დადებით ტრენდს ატარებს.

კრიპტოვალუტების ფასის მატებასთან დაკავშირებით შეხედულებები განსხვავდბა, ზოგიერთი მსხვილი ინვესტორი, როგორებიც არიან ალან ჰოვარდი და ლეგენდარული შვეიცარელი ინვესტორი მარკ ფაბერი პოზიტიურად უყურებენ მოვლენებს და იწყებენ ინვესტიციების ჩადებას კრიპტოვალუტებში. ზოგს კი, მაგალითად მარკ მობიუსს კვლავ უჭირს კრიპტოვალუტების მგრძნობიარე ბაზარში ინვესტიციების ჩადება მიუხედავად ბიტკოინის პოზიტიური შეფასებისა.

და რას ფიქრობენ MyCoins-ის მომხმარებლები?

თუ თქვენ  ფიქრობთ ფასის მოკლევადიანი ვარდნა ბიტკოინისათვის ჩვეული მახასიათებელია  და გამოწვეულია კრიპტობაზარზე ეგრეთწოდებული ხარული ტრენდის გავლენით, მაშინ არ გაუშვათ შანსი ხელიდან შეიძინეთ ბიტკოინი და დაელოდეთ ფასის ზრდას!

თუ თქვენ ეჭვის თვალით უყურებთ ფასის ცვლილებას და გსურთ დააზღვიოთ თქვენი კრიპტოინვესტიციები ფასის შემცირებისაგან, ისარგებლეთ ავტომატური ყიდვა/გაყიდვის სერვისით.


წყარო: https://myc.ge/2Q8llHb

წყარო: https://myc.ge/2HpM9Qv

წყარო: https://myc.ge/2WJ4ddD

© 2020 MyCoins.ge all rights reserved