კრიპტო ამბები – 20 აპრილი

Home » ბიტკოინი » კრიპტო ამბები – 20 აპრილი
20/04/2023
კრიპტო ამბები – 20 აპრილი

ინგლისის ბანკი ციფრულ მონეტებზე გადასვლას გვპირდება

ინგლისის ცენტრალური ბანკი, საბანკო და არასაბანკო ფულადი აქტივების და ტოკენიზაციის პერსპექტივებს და ტოკენიზებული აქტივების ურთიერთქმედების პერსპექტივებს შეისწავლის. ამის შესახებ, ბრიტანეთის ცენტრალური ბანკის მმართველის მოადგილემ, სერ ჯონ კანკლიფმა, ინოვაციური ფინანსების გლობალურ სამმიტზე განაცხადა.

კანკლიფი ამბობს, რომ სტეიბლკოინები გადახდებში გამოყენებისას, ჩვეულებრივ ფიატურ ვალუტებთან შედარებით, მეტი ეფექტურობით და ფუინქციონალობით გამოირჩევა. მაგრამ ასევე დასძენს, რომ ამჟამად მიმოქცევაში არსებული სტეიბლკოინებიდან, ერთგვაროვნების და საიმედოობის სტანდარტებს, ფიატური ფულივით ვერცერთი აკმაყოფილებს. ისინი ამ მხრივ, ვერც არსებულ საგადამხდელო სისტემებს შეედრება.

ამის მიუხედავად, ცენტრალური ბანკი საკუთარი ციფრული ფულის გამოშვებას მაინც გეგმავს და ამ საქმეში, ის ფინანსური ზედამხედველობის სამმართველოსთან თანამშრომლობს. მათი მთავარი მიზანი, ფინანსურ მომსახურებებზე შესაფერისი კანონმდებლობის შემუშავება და რეგულირებაა.

კანკლიფი ამბობს, რომ ციფრული სტერლინგის გამოშვება ადრე თუ გვიან, აუცილებელი გახდება, თუ გადახდებში არსებული ამჟამინდელი ტენდენციები შენარჩუნდება. მისი თქმით, ციფრული სტერლინგი ეკონომიკის ღუზის ისეთივე როლს შეასრულებს, როგორსაც ფიატური ფული ამჟამად ასრულებს.

„ინტელი“ ბიტკოინის მაინერებისთვის ჩიპების წარმოებას შეწყვეტს

ამერიკული ტექნოლოგიური გიგანტი „ინტელი“(Intel), ბიტკოინის (BTC) მაინინგის მოწყობილობა „ბლოკსქელისთვის“ (Blockscale) ჩიპების წარმოებას შეწყვეტს. კომპანია ამ გადაწყვეტილებას, ხარჯების შეკვეცის აუცილებლობით ხსნის.

Reuters-ს ინფორმაციით, აღნიშნული ჩიპების წარმოება ოქტომბერში შეწყდება, თუმცა ამის შემდეგაც, მიწოდება 2024 წლის აპრილამდე გაგრძელდება, რადგან ჩიპების დიდი მარაგებია დაგროვილი.

„ინტელმა“ „ბლოკსქელის“ მაინინგის აპარატურისთვის ჩიპების წარმოება 2022 წლის აპრილში დაიწყო. ამ ჩიპებს მაინინგის ფირმები – Argo Blockchain, Block Inc, Hive Blockchain Technologies და GRIID Infrastructure იყენებენ. ამ ჩიპების თავისებურება ისაა, რომ ერთმანეთთან დაკავშირება და ამგვარად, მაინინგის ერთეულად ჩამოყალიბება შეუძლია.

© 2020 MyCoins.ge all rights reserved