კრიპტო ამბები – 6 აპრილი

Home » ბიტკოინი » კრიპტო ამბები – 6 აპრილი
06/04/2023
კრიპტო ამბები – 6 აპრილი

კრიპტო ვალუტები გადარიცხვების საკომისიოებს გაანადგურებენ

კრიპტო პლატფორმა Coinbase-ის ახალ ბლოგში ლაპარაკია იმაზე, რომ იმ დროს, როდესაც ფიატური ვალუტით საერთაშორისო ტრანზაქციების შესრულებისას, მომხმარებლები საკომისიოს სახით, წლიურად მილიარდობით დოლარს კარგავენ, კრიპტო ვალუტებით იმავე ოპერაციების შესრულება, პრაქტიკულად არაფერი დაუჯდებათ.

შეერთებულ შტატებში გადარიცხვების საკომისიოს საშუალო განაკვეთი 6.18 პროცენტია, საკომისიოებზე ამერიკელების წლიური ხარჯი კი 12 მილიარდ დოლარს აღწევს. გარდა ამისა, ტრანზაქციების შესასრულებლად, 1-დან 10 დღემდეა საჭირო. ეს მაშინ, როცა კრიპტო ვალუტებით გადარიცხვა წუთებში ხორციელდება.

როგორც წესი, მთელ მსოფლიოში ბანკები საკომისიოს იღებენ არამხოლოდ გადარიცხვისას, არამედ ვალუტების კონვერტაციის დროსაც. კრიპტო ვალუტებით იგივე ოპერაციები, ამ მხრივაც გაცილებით იაფი და მოსახერხებელია. Coinbase-ი წერს, რომ ბიტკოინით (BTC) და ეთერიუმით (ETH) გადარიცხვის შესრულება, საშუალოდ 96.7 პროცენტით იაფი ჯდება, ვიდრე ფიატური ფულის გამოყენებისას.

კრიპტო ბაზარი წლის დაწყებიდან 50%-ით გაიზარდა

CoinMarketCap-ის ინფორმაციით, წლის პირველ კვარტალში კრიპტო ბაზრის კაპიტალიზაცია დაახლოებით 50 პროცენტით გაიზარდა და 1.185 ტრილიონ დოლარს მიაღწია. 137 პროცენტით გაიზარდა დღიური ვაჭრობის მოცულობა, რომელმაც საშუალოდ 48 მილიარდ დოლარს მიაღწია.

CoinMarketCap-ი წერს, რომ პირველი კვარტალი ძირითადად მშვიდი იყო, მაგრამ „სილიკონ ველი ბანკის“ (SVB) კრახს დიდი რყევები მოჰყვა. კრიპტო ბაზარზე ჩართულმა არაერთმა სტრუქტურამ იზარალა და შედეგად, ინვესტორთა ყურადღებამ, ბიტკოინსა (BTC) და ეთერიუმზე (ETH) გადაინაცვლა, რომელთა ფასი შესაბამისად, 42 და 27 პროცენტით გაიზარდა.

გაიზარდა მოთხოვნა ეგრეთ წოდებულ ხელოვნური ინტელექტის ტოკენებსა და NFT-ზე. პირველის შემთხვევაში, ფასების სამნიშნა რიცხვიანი პროცენტებით ზრდა დაფიქსირდა.

© 2020 MyCoins.ge all rights reserved