მიაღწევს ბიტკოინი (BTC) $115,000-ს ზაფხულის ბოლომდე?

Home » ბიტკოინი » მიაღწევს ბიტკოინი (BTC) $115,000-ს ზაფხულის ბოლომდე?
18/03/2021
მიაღწევს ბიტკოინი (BTC) $115,000-ს ზაფხულის ბოლომდე?

“Pantera Capital”-ის გენერალური დირექტორის, დენ მორჰედის თქმით, ბიტკოინის (BTC) ფასი შესაძლოა იმაზე გაცილებით მაღალ ნიშნულამდე ავიდეს, ვიდრე ჩვენ წარმოგვიდგენია.

მორჰედის აზრით, ამჟამად ბიტკოინის (BTC) ფასი იმაზე სწრაფად იზრდება, ვიდრე ამას ექსპერტები ვარაუდობდნენ. ყველაფერი ეს კი იმის მყარ საფუძველს ქმნის, რომ მარკეტზე ნომერი პირველი კრიპტოვალუტა, მის უმაღლეს ნიშნულს – $115,000-ს 2021 წლის ზაფხულის ბოლომდე მიაღწევს.

How_to_buy_bitcoin

მორჰედის კომპანიის „Pantera Capital”-ის მიერ ბიტკოინის ფასის პროგნოზი, ექსპერტების თქმით, საკმაოდ ზუსტია, ამ აზრს კი ის ამყარებს, რომ თავად დენ მორჰედი უკვე მრავალი წლის განმავლობაში Wall Street-ზე, საკუთარი პროფესიონალურობისა და ზუსტი პროგნოზის გამო, დიდი სახელით სარგებლობს.

✅ შენ წარმატებით გამოიწერე სიახლეები!

გამოწერისას წარმოიშვა პრობლემა, სცადე სწორი ელფოსტის შეყვანა

ბიტკოინის (BTC) ფასი ბოლო რამოდენიმე თვის განმავლობაში საოცარი სისწრაფით იზრდება, შესაბამისად იზრდება კრიპტოვალუტაში ინვესტორების რაოდენობაც. მრავალი დიდი კომპანია უკვე ღიად უჭერს კრიპტოვალუტის გამოყენებას მხარს.

ეს ყველაფერი კი, კრიპტომოყვარულთა აზრით, მოთხოვნა-მიწოდების არეალს საგრძნობლად აფართოებს, რაც შესაბამისად მოქმედებს კრიპტოვალუტის ფასსზე და სწორედ ამიტომ ვხედავთ მის ასეთი სწრაფი ტემპით ზრდას.

წყარო: investorplace.com

© 2020 MyCoins.ge all rights reserved