რას ფიქრობს Wall Street-ის მგელი ბიტკოინზე(BTC)?

Home » ბიტკოინი » რას ფიქრობს Wall Street-ის მგელი ბიტკოინზე(BTC)?
22/03/2021
რას ფიქრობს Wall Street-ის მგელი ბიტკოინზე(BTC)?

The Wolf of Wall Street-ის, ჯორდან ბელფორტის განცხადებით, ბიტკოინმა (BTC) ნამდვილად გადააჭარბა მის მოლოდინებს.

How_to_buy_bitcoin

„Flagrant 2”-ისთვის მიცემულ ინტერვიუში ყოფილმა აქციების ბროკერმა განაცხადა, რომ იმისდა მიუხედავად, რომ მისი წინასწარმეტყველება ბიტკოინის (BTC) 2017 წლის ფასის ვარდნაზე სწორი აღმოჩნდა, მას არ ეგონა, რომ დღეს, მსოფლიოში #1 კრიპტოვალუტის ღირებულება, ასეთ მაღალ ნიშნულს მიაღწევდა.

„როდესაც პირველად გავიგე ბიტკოინის შესახებ, ვიფიქრე რომ ეს საოცარი ტექნოლოგია იყო. ვუყურებდი როგორ მკვეთრად იზრდებოდა მისი ფასი და ვფიქრობდი, რომ როგორც კი მისი ფასი დავარდებოდა, ვალუტა უბრალოდ გაუფასურდებოდა და საბოლოოდ გაქრებოდა. მაგრამ ეს ასე არ მოხდა! და იცით რატომ? იმიტომ, რომ საკმარისი რაოდენობის ხალხს სჯერა მისი.“

✅ შენ წარმატებით გამოიწერე სიახლეები!

გამოწერისას წარმოიშვა პრობლემა, სცადე სწორი ელფოსტის შეყვანა

ბელფორტმა ასევე ილაპარაკა GameStop-სა და ბიტკოინის (BTC) შედარებაზე და განაცხადა, რომ ეს ორი სრულიად განსხვავებული სფეროა მოთხოვნა-მიწოდების თვალსაზრისით – ამით კი მან ხაზი გაუსვა იმ ფაქტს, რომ GameStop-ის საბაზრო ღირებულების დაცემა ბიტკოინის (BTC) ფასზე ვერ იმოქმედებს.

„ბიტკოინის რაოდენობა შეზღუდულია, ხოლო მისი მოპოვების პროცესი დროთა განმავლობაში უფრო რთულდება, ეს კი იმ შიშს და მაღალ მოთხოვნას ქმნის კრიპტოვალუტაზე, რომელიც საბოლოოდ მისი ფასის გაზრდას იწვევს.“

ექსპერტების თქმით, ბელფორტის ეს კომენტარი უკავშირდება ბიტკოინის (BTC) ჰალვინგის პროცესს, რომელიც ყოველ 4 წელიწადში ერთხელ ხდება. დროთა განმავლობაში ბიტკოინი (BTC) მივა იმ ეტაპამდე, რომ მისი გამომუშავება შეუძლებელი გახდება. შეზღუდული რაოდენობა და დიდი მოთხოვნა კი, კრიპტომოყვარულთა აზრით, კრიპტოვალუტის საოცარი სისწრაფით ზრდას გამოიწვევს.

წყარო: dailyhodl.com

© 2020 MyCoins.ge all rights reserved