FTX-ის კრიზისს დომინოს ეფექტის გამოწვევა შეუძლია

Home » ბიტკოინი » FTX-ის კრიზისს დომინოს ეფექტის გამოწვევა შეუძლია
15/11/2022
FTX-ის კრიზისს დომინოს ეფექტის გამოწვევა შეუძლია

Bloomberg-ის მაკროეკონომიკის უფროსი სტრატეგი მაიკ მაკგლოუნი ამბობს, რომ კრიპტო გაცვლით პლატფორმა FTX-ის კრახს უფრო გლობალური მასშტაბის ეფექტის გამოწვევა შეუძლია, ვიდრე კრიპტო ბაზრის ვარდნა იყო. ის ფიქრობს, რომ ამ მოვლენას, შეიძლება სააქციო და სასაქონლო ბაზრების ვარდნაც მოჰყვეს.

„როგორც წესი, ბიტკოინი (BTC) მთავარი ინდიკატორია, როდესაც ზრდაა მოსალოდნელი და ასევე, მთავარი ინდიკატორია, როდესაც ბაზარს ვარდნა ელის. ახლა ის დაეცა და ამიტომ, დომინოს ეფექტს შეიძლება ველოდოთ“,

მაკგლოუნი Cointelegraph-თან საუბრისას.

ექსპერტი ასევე დასძენს, რომ შეერთებული შტატების ფედერალური სარეზერვო სისტემის მიერ, ინფლაციასთან ბრძოლის მიზნით, დოლარზე განაკვეთის აწევის კვალად, საფონდო ბაზარი ვარდნას გააგრძელებს. ამ ფაქტორს ახლა FTX-ის კრიზისიც დაემატება, რომელიც იმავდროულად, სანედლეულო პროდუქციაზე ფასების ვარდნასაც გამოიწვევს. ეს ყველაფერი, მსოფლიო ეკონომიკაში რეცესიის დაწყებას ემთხვევა.

მაკგლოუნი ფიქრობს, რომ FTX-ის კრიზისს, ბიტკოინის ფასის კიდევ უფრო მეტად დაცემის გამოწვევა შეუძლია. მისი ვარაუდით, ყველაზე პოპულარული კრიპტო ვალუტის ფასი შესაძლოა 10-12 ათას დოლარამდე შემცირდეს. ამას კი მთელი კრიპტო ბაზრის ვარდნაც მოჰყვება.

მოსალოდნელი ვარდნის კიდევ ერთი ნიშანია ის, რომ ინვესტორებმა კრიპტო გაცვლითი პლატფორმებიდან, წინა კვირაში ჯამში 3 მილიარდზე მეტი დოლარის ბიტკოინი (BTC) გაიტანეს (2021 წლის აპრილის შემდეგ, ყველაზე მასშტაბური გატანაა). ასეთი განწყობის მიზეზი ისაა, რომ FTX-ის კრახის შემდეგ, ინვესტორებმა გაცვლითი პლატფორმებისადმი ნდობა დაკარგეს. ეს კი ზოგადად ბაზრისთვის არასასურველი ფაქტორია, რადგან მას ვარდნის გაგრძელების გამოწვევა შეუძლია.

© 2020 MyCoins.ge all rights reserved