შეერთებული შტატების პრეზიდენტობის კანდიდატები კრიპტო ვალუტებით დაინტერესებულნი არიან და ამ სფეროსთან დაკავშირებით, თავიანთი მოსაზრებები გააჩნიათ. რაც მთავარია, ისინი აკრძალვებზე არ საუბრობენ. მათ შორისაა რესპუბლიკელი პატრიკ რეილი, ვინც ფიქრობს, რომ ადრე თუ გვიან, რიპლის (XRP) კაპიტალიზაციით ბიტკოინს ჩამოიტოვებს.
პოლიტიკოსი ამბობს, რომ ეს აუცილებლად მოხდება, ოღონდ კითხვაზე, თუ როდის უნდა ველოდოთ ამ „სეისმურ ძვრას“, პასუხი არ აქვს. ამაზე ბიტკოინის მომხრეები თავდაჯერებით პასუხობენ, რომ პირველ კრიპტო ვალუტას, ვერცერთი ალტკოინი ვერასდროს დაჩრდილავს.
მაგრამ რეილი იხსენებს, რომ 2017 წელს, როცა რიპლი აღმავლობის გზაზე იყო და SEC-ის (შეერთებული შტატების ფასიანი ქაღალდების და სავალუტო გაცვლების კომისია) მხრიდან სარჩელზე არავინ ფიქრობდა, XRP-მ კაპიტალიზაციით ეთერიუმი ჩამოიტოვა.
რეილი ამბობს, რომ SEC-თან სასამართლო გარჩევის ნაწილობრივ მოგების შემდეგ, XRP-ს ზრდისთვის გზა გახსნილი აქვს. ამ კრიპტო ვალუტის ძირითადი დანიშნულება, საერთაშორისო ტრანზაქციებში გამოყენებაა. რიპლი თავის მომხმარებელს იაფი და სწრაფი გადარიცხვებით ხიბლავს. მას არაერთი დაინტერესებული პარტნიორი ჰყავს, რომლებიც საბანკო-საფინანსო სფეროში მუშაობენ. მათ გააქტიურებას ხელს SEC-თან სასამართლო დავა უშლიდა, ახლა კი მათ ხელ-ფეხი გახსნილი აქვთ.
XRP-ს მიერ, ბიტკოინის გადასწრებასთან დაკავშირებით, არსერბობს სკეპტიკური მოსაზრებები, რომლებსაც ზურგს რიცხვები უმაგრებს. მაგალითად, თუ XRP-ს ფასი 11 დოლარს მიაღწევს, ის BTC-ს მინც ვერ გადაასწრებს, რადგან რიპლის ზრდის შემთხვევაში, ბიტკოინის ფასიც და მასთან ერთად, კაპიტალიზაციაც გაიზრდება. თუმცა რეილი ამობს, რომ XRP-ს ასეთი ზრდის შემთხვევაში, ბიტკოინისადმი ინტერესი დაიკლებს.