აქტივების მართვის კომპანია VanEck, რომელიც spot BTC-სა და spot ETH პროდუქტებსაც უშვებს, ოთხშაბათს გამოაქვეყნებულ ანგარიშში, ბიტკოინის განვითარების შესახებ გამოთქვამს ვარაუდებს.
VanEck-ის ანგარიშის მიხედვით, უახლოეს ათწლეულებში ბიტკოინი საერთაშორისო მონეტარული სისტემის მნიშვნელოვანი ნაწილი უნდა გახდეს. ბიტკოინის მომავალი დომინაციის გარანტად VanEck მზარდ ვალებსა და გეოპოლიტიკურ დაძაბულობას, ანუ არსებული სისტემის მიმართ გაზრდილ უნდობლობას ხედავს.
ანგარიშის ერთ-ერთი ავტორი, მეთიუ საიგელი აღნიშნავს, რომ “უზარმაზარი ეკონომიკური დისბალანსისა და კაპიტალის არასწორი ალოკაციის ხელის შემშლელ ფაქტორად შეიძლება ბიტკოინი მოგვევლინოს”. ანგარიშში განხილულ სცენარში ბიტკოინი ვაჭრობის ძირითადი მედიუმი უნდა გახდეს, საერთო სავაჭრო გარიგებების 10%-ს უნდა წარმოადგენდეს და GDP-ის 5%-ს.
თუ ანგარიშის სცენარის მიხედვით განვითარდა მოვლენები, ბიტკოინის ფასი 44-ჯერ გაიზრდება, მისი საბაზრო კაპიტალიზაცია კი 61 ტრილიონ დოლარს მიუახლოვდება.