ბიტკოინის (BTC) ფასი, გასული წლის ოქტომბრის შემდეგ, თითქმის 500%-ით გაიზარდა და მის უმაღლეს ნიშნულს – $61,550-ს მარტის თვეში მიაღწია.
დღეს, როდესაც ბიტკოინის (BTC) ფასი მის რეკორდულ ნიშნულებს აღწევს, მარტის თვე მაინც არაპროგნოზირებადი და ცვლადი აღმოჩნდა. მარკეტზე #1 კრიპტოვალუტის ფასი $45,208-61,550 მერყეობდა. ეს ყველაფერი კი ინვესტორებს გაცილებით უკეთესი აპრილის თვის იმედს აძლევს.
„აპრილის თვემ, შესაძლოა, ბიტკოინის (BTC) ფასზე დადებითად იმოქმედოს. აპრილი ყოველთვის შედარებით უფრო დიდი ყურადღების ქვეშ არის, რადგან სწორედ ამ დროს მთავრდება ა.შ.შ-სა და დიდი ბრიტანეთის Tax წელი.“ – განაცხადა დენი სკოტმა, „CoinCorner”-ის გენერალურმა დირექტორმა.
მისი განცხადებით, ბიტკოინის (BTC) შეუჩერებელი ფასის ზრდა და აპრილის თვეში მიმდინარე მოვლენები, სწორედ ის კომბინაციაა, რომელმაც, შესაძლოა, ფასის რადიკალური ზრდა მოახდინოს.
ბოლო 10 წლის განმავლობაში ჩატარებული კვლევების საფუძველზე დადგინდა, რომ ბიტკოინის (BTC) ფასის ზრდის ყველაზე დიდი მაჩვენებელი (51%) სწორედ, რომ აპრილის თვეში ხდება.
დენი სკოტის განცხადებით, თუ მისი პროგნოზი სწორია, შესაძლოა ბიტკოინის (BTC) ფასმა აპრილის თვეში $80,000-ს მიაღწიოს.
თუმცა, ეს მხოლოდ ექსპერტების აზრია, რისი დამოწმებაც მხოლოდ დროს შეუძლია.