ხუთშაბათის კრიპტო ამბები

Home » ბიტკოინი » ხუთშაბათის კრიპტო ამბები
30/03/2023
Photo: კრიპტო სიახლეები: ბიტკოინი
ხუთშაბათის კრიპტო ამბები

ბიტკოინისთვის (BTC) ბოლო 2 წელიწადში ყველაზე ძლიერი კვარტალი იწყება?

როგორც “Business Insider” წერს, ბიტკოინისთვის (BTC) შესაძლოა, ბოლო ორ წელიწადში ყველაზე მომგებიანი კვარტალი დაიწყოს. მისი ფასი წლის დასაწყისიდან 72 პროცენტით არის გაზრდილი და ახლახან, 29 ათას დოლარს მცირე ხნით ასცდა. არადა, გასული წლის ბოლოს, ბევრი ანალიტიკოსი ფიქრობდა, რომ ფასი 12 000 დოლარამდე დაეცემოდა.

ფაქტი კი ისაა, რომ წელს ბიტკოინმა ზრდის ტემპით, უკან მოიტოვა ოქრო და ნასდაქი (NASDAQ), რომლებიც შესაბამისად, 9 და 15 პროცენტით გაიზარდა. გარდა ამისა, ბიტკოინი ზრდის ტემპით, სხვა პოპულარულ კრიპტო ვალუტებსაც ჩრდილავს. მათ შორის ეთერიუმსაც, რომელიც „მხოლოდ“ 50 პროცენტით არის გაზრდილი.

წლის დასაწყისში ბიტკოინის ფასი 16 600 დოლარის სიახლოვეს იყო, ამჟამად კი 28 500 დოლარზე მაღლაა. „Coindesk“ ინფორმაციით, ყველაზე პოპულარული კრიპტო ვალუტის კაპიტალიზაცია 542 მილიარდ დოლარს აღწევს. კრიპტო ბაზრის ჯამური კაპიტალიზაცია კი 1 ტრილიონზე მეტია.

ინვესტორებმა „ბაინანსიდან“ (Binance) 1.6 მილიარდი დოლარი გაიტანეს

ბლოკჩეინის მონაცემებზე მომუშავე კომპანია „ნანსენის“ (Nansen) ინფორმაციით, მას შემდეგ, რაც შეერთებული შტატების სასაქონლო ფიუჩერსებით ვაჭრობის კომისიამ (CFTC), „ბაინანსის“ წინააღმდეგ საქმე აღძრა, ინვესტორებმა კრიპტო სავაჭრო პლატფორმის საფულეებიდან, 1.6 მილიარდი დოლარის კრიპტო ვალუტები გაიტანეს.

„ნანსენის“ ინფორმაციის შესაბამისად, ადრე თუ ყოველდღიურად გატანის საშუალო მოცულობა 385 მილიონი დოლარი იყო, „ბაინანსის“ წინააღმდეგ საქმის აღძვრის შემდეგ, პირველ 24 საათში გატანა სწრაფად გაიზარდა და 852 მილიონ დოლარს მიღწია. შემდეგ კი ამ მაჩვენებელმა ზრდა განაგრძო.

და მაინც, „ნანსენის“ კვლევების ანალიტიკოსი მარტინ ლი ამბობს, რომ გატანის მოცულობის ზრდის მიუხედავად, ეს მაჩვენებელი მაინც არ არის იმაზე მეტი, ვიდრე 13 დეკემბერს იყო, როცა ინვესტორებმა „ბაინანსიდან“ 3 მილიარდი დოლარის კრიპტო ვალუტები გაიტანეს.

არ გამოგრჩეს:

ანალიტიკოსები ბიტკოინის (BTC) კიდევ უფრო გაძვირებას ელიან

ბიტკოინი (BTC) უსაფრთხო აქტივების რიგში გადავიდა

© 2020 MyCoins.ge all rights reserved