აქვს თუ არა აზრი მაინინგის დაწყებას?

Home » ბლოგი » აქვს თუ არა აზრი მაინინგის დაწყებას?
13/10/2023
აქვს თუ არა აზრი მაინინგის დაწყებას?

2021 წელს ( ანუ ბოლო Bullrun-ისას), ძალიან ბევრმა კრიპტოვანულიტის მაინინგის კომპანიამ სესხი აიღო დამატებითი აღჭურვილობის საყიდლად, თუმცა FTX-ის გაკოტრებამ და სხვა მოვლენებმა კრიპტოვალუტების ფასი შეამცირა, კომპანიები კი ხახამშრალი დატოვა. ამის მიზეზი მარტივია: მაინინგი ძვირია და კარგად დათვლილი, გარანტირებული მოგების გარეშე მისი დაწყება ძირითად შემთხვევებში გაუმართლებელია.

ალბათ, გახსოვს, რომ თავიდან ბიტკოინის მაინინგი მარტივად, CPU-თი ნებისმიერ მომხმარებელს შეეძლო. მას შემდეგ ბევრმა წყალმა ჩაიარა, კიდევ უფრო მეტი ელექტროენერგია დაიხარჯა და ახლა, მაინინგისთვის გაცილებით უფრო რთული მოწყობილობებია საჭირო ვიდრე ადრე. ASIC და GPU Hardware მოწყობილობების გარდა, მაინინგისთვის აურაცხელი ენერგია და გამაგრილებელი სისტემაც საჭიროა. ამას ემატება აღჭურვილობის შენახვასთან დაკავშირებული ხარჯები – რაც უფრო მეტი სათამაშო გაქვს, მით უფრო მეტი გაგიფუჭდება და შეკეთებაც მოგიწევს.

მაინინგით კრიპტოვალუტის ბაზარზე არსებობის ორი სტრატეგია არსებობს: ყველაზე გავრცელებული ხერხი მაინინგის შედეგად მოპოვებული ვალუტის პარალელურად გაყიდვაა, ეს ხარჯების დასაფარადაა საჭირო, მოგებად კი ის გრჩება, რასაც არ მაინინგშივე არ ხარჯავ (პასიური შემოსავალი). მეორე ხერხი კი გულისხმობს მაინინგით მოპოვებული ვალუტის გრძელვადიანად შენახვას, სასურველი საბაზრო სიტუაციის დადგომამდე. რა თქმა უნდა, თუ იმ ქოინში ძალიან დარწმუნებული ხარ, რომელსაც მოიპოვებ, მაინინგით დღეში გამომუშავებულ თითოეულ ცენტს Bullrun-ისას დიდი მნიშვნელობა მიენიჭება. თუმცა, მანამდე უნდა გაარკვიო რამდენ ხანს შეძლებ ასტრონომიული ენერგიის დანახარჯის გასტუმრებას. საბედნიეროდ, ამისთვის მაინინგ კალკულატორები არსებობს, რომლებიც გადაწყვეტილების მიღებაში დაგეხმარება.

გასულ თვეში, სანამ სემ ბენკმენ-ფრიდის სასამართლო ყველა კრიპტო-ამბავს გადაფარავდა, აქტიურად იწერებოდა სტატიები იმ მაინინგ კომპანიების შესახებ, რომლებიც ალტერნატიულ ენერგიებს ეძებენ ქოინების მოსაპოვებლად. ეს იმიტომ ხდება, რომ დიდი რესურსითაც კი, ბაზრის ამ მდგომარეობით, მაინინგი მომგებიანი არაა. რა თქმა უნდა, თუ კრიპტოს მოსაპოვებლად განახლებად ენერგიას იყენებ (მზის პანელები, ქარის ენერგია), დანახარჯიც ნაკლებია და გარემოსთვის მიყენებული ზიანიც მაქსიმალურად შემცირებული. მაგალითად, ამერიკულ კომპანია Riot Blockchain-ს, განახლებადი ენერგიით წარმოებული მაინინგით, 1 BTC-ის მოპოვება 8,389$ უჯდება. აღსანიშნავია, რომ ეს მათ ბაზარზე ერთ-ერთი ყველაზე დაბალი ფასია.

თუ ჭარბ ენერგიაზე (excess) ხელი არ მიგიწვდება (და დიდი ალბათობით, ასეა), მაინინგს კი ჩვეულებრივი აბონენტისთვის მიწოდებული ენერგიით, ბინაში აპირებ, დიდი თავსატეხები გაქვს ამოსახსნელი. სანამ აწონ-დაწონი და კალკულატორს ააწკაპუნებ, შეგახსენებ, რომ სასურველი კრიპტოვალუტის ყიდვა, გაყიდვა, გადარიცხვა და განაღდება Mycoins.ge-ზე შეგიძლია.

© 2020 MyCoins.ge all rights reserved