ბაინანსი ირანულ ფირმებს 8 მილიარდი დოლარის გადარიცხვებში დაეხმარა

Home » ბლოგი » ბაინანსი ირანულ ფირმებს 8 მილიარდი დოლარის გადარიცხვებში დაეხმარა
09/11/2022
ბაინანსი ირანულ ფირმებს 8 მილიარდი დოლარის გადარიცხვებში დაეხმარა

კრიპტო ბაზრის ანალიტიკის ამერიკულ კომპანია „ჩეინალიზის“ (chainalysis.com) ინფორმაციით, კრიპტო პლატფორმა „ბაინანსის“ (Binance) მეშვეობით, ირანულ კომპანიებს 2018 წლის შემდეგ, დაახლოებით 8 მილიარდი დოლარის ტრანზაქციები აქვთ შესრულებული. ეს იმის მიუხედავად, რომ ირანზე მკაცრი სანქციები მოქმედებს.

გადარიცხვების უმეტესი ნაწილი (დაახლოებით 7.8 მილიარდი დოლარი), „ბაინანსსა“ და უდიდეს ირანულ კრიპტო პლატფორმა „ნობიტექსს“ (Nobitex) შორის განხორციელდა. ეს კომპანია თავისი საიტის მეშვეობით, საკუთარ კლიენტებს ოფიციალურად განუმარტავს, თუ როგორ შეიძლება აარიდონ თავი სანქციებს.

ირანული ფირმების იმ თანხების დაახლოებით სამი მეოთხედი, რომლებიც „ბაინანსის“ მეშვეობით გადაირიცხა, კრიპტო ვალუტა ტრონში იყო მატერიალიზებული. „ნობიტექსის“ რეკომენდაციით, ტრონი გადარიცხვისას, ანონიმურობის შენარჩუნებას მაღალი ხარისხით უზრუნველყოფს. ეს კი ამ კრიპტოს, სანქციებისგან თავის არიდების საუკეთესო საშუალებად აქცევს.

შეერთებული შტატების იუსტიციის დეპარტამენტმა უკვე დაიწყო ფულის გათეთრების შესაძლო შემთხვევებთან დაკავშირებული გადარიცხვების შესწავლა, რაშიც შესაძლოა „ბაინანსი“ იყოს გარეული. არაა გამორიცხული, რომ ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, „ბაინანსის“ საქმიანობა ამერიკაში და დასავლურ ქვეყნებში შეიზღუდოს.

როიტერსმა ივლისში გაავრცელა ინფორმაცია, რომლის შესაბამისადაც, „ბაინანსი“ თავისი ირანელი კლიენტების მომსახურებას აგრძელებდა. ამავე ინფორმაციის მიხედვით, ისლამურ რესპუბლიკაში პლატფორმის პოპულარობის შესახებ, თავად კომპანიის თანამშრომლებმაც იცოდნენ. ამ პუბლიკაციის გავრცელებისთანავე, „ბაინანსმა“ გამოაცხადა, რომ ირანის მიმართ მოქმედ სანქციებს მკაცრად იცავს და ბლოკავს ყველა მომხმარებელს, რომლებიც ირანში არიან ბაზირებული.

როიტერსმა „ბაინანსი“ არხებით შესრულებული ტრანზაქციების მონაცემები გაავრცელა და მათთან დაკავშირებით, პლატფორმას კითხვები გაუგზავნა, რომლებზეც პასუხები არ მიუღია.

პლატფორმის პრეს სპიკერმა პატრიკ ჰილმანმა კი გაავრცელა განცხადება, რომელშიც ეწერა, რომ Binance.com არ არის ამერიკული კომპანია. მაგრამ ამის მიუხედავად, ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ ირანთან ყოველგვარი კავშირი არ დაუშვას. მასთან, „ბაინანსი“ არ აკონკრეტებს იმას, თუ სადაა ბაზირებული ვებგვერდი binance.com.

© 2020 MyCoins.ge all rights reserved