ბიტკოინის 5 000 დღე ბაზარზე

Home » ბიტკოინი » ბიტკოინის 5 000 დღე ბაზარზე
14/09/2022
ბიტკოინის 5 000 დღე ბაზარზე

12 სექტემბერს 5 000 დღე გავიდა მას შემდეგ, რაც ინტერნეტში შესაძლებელი გახდა ბიტკოინის (BTC) მოპოვება. ამ პერიოდში, მაინერები საშუალოდ ყოველ 10 წუთში ახერხებენ ახალი ბლოკების გახსნას, რის სანაცვლოდაც, ბიტკოინებით (BTC) საჩუქრდებიან.

ეს 5 000 დღე (ანუ დაახლოებით 13.69 წელი) ყოველგვარი შესვენების და შეფერხების გარეშე (უმნიშვნელო შეფერხებებს თუ არ ჩავთვლით) გავიდა. ბიტკოინის (BTC) ბლოკჩეინი მაშინც მუშაობს, როდესაც ბანკებს დასვენების დღეები და არდადეგები აქვთ. შესაბამისად, ბაზარზე მუდმივად ხდება მისი ყიდვა-გაყიდვა. 5 000 დღეში სულ 753 782  ბლოკია გახსნილი. ბოლო შეფერხების შემდეგ, 3 464 დღეა გასული.

ბიტკოინის (BTC) პირველი ბლოკი სატოში ნაკამოტომ 2009 წლის 3 იანვარს გახსნა. სერიოზული ინციდენტი ბლოკ 74 638-ის გახსნის შემდეგ მოხდა. ამ დროს, მილიარდობით ბიტკოინი (BTC) შეიქმნა. ხუთი საათის შემდეგ, ბლოკ 74 691-ზე, ბლოკჩეინი გაიყო და კვანძების კონსენსუსი დაფიქსირდა. ამით ინციდენტი ამოიწურა. მომხდარის გამო, ბლოკ 74 638-ს „უცნაური ბლოკი“ დაარქვეს.

2013 წელს ბიტკოინის (BTC) პროგრამული უზრუნველყოფა გაიყო, რასაც ჯაჭვის ორ ნაწილად გაყოფა მოჰყვა. ბლოკჩეინი 6 საათი და 20 წუთი იყო გაჩერებული. ამის გამო, ფასი 23 პროცენტით, 37 დოლარამდე დაეცა. ამ ორ ინციდენტზე, საერთო დროის მხოლოდ 0.01 პროცენტი მოდის.

შეუფერხებელი მუშაობის და დეცენტრალიზაციის მხრივ, ბიტკოინს (BTC) ვერ შეედრება ისეთი პოპულარული კრიპტო ვალუტები, როგორებიცაა ეთერიუმი (ETH) და სოლანა (SOL). სოლანას მუდმივად აქვს გათიშვები, რასაც მისმა ერთ-ერთმა დამფუძნებელმა ქსელის „წყევლა“ უწოდა. რაც შეეხება ეთერიუმს, ის ჰარდ ფორკის პროდუქტია.

საბოლოო ჯამში, ბიტკოინი კვლავაც ყველაზე უსაფრთხო, ყველაზე დეცენტრალიზებულ და ყველაზე პოპულარულ კრიპტო ვალუტად რჩება.

© 2020 MyCoins.ge all rights reserved