განსხვავება ახლანდელ და წინა კრიპტო ზამთარს შორის

Home » ბლოგი » განსხვავება ახლანდელ და წინა კრიპტო ზამთარს შორის
04/08/2022
განსხვავება ახლანდელ და წინა კრიპტო ზამთარს შორის

მიმდინარე წელს კრიპტო ბაზარს ძლიერი კრიპტო ზამთარი დაატყდა თავს. ბაზრის კაპიტალზაცია, მისი პიკიდან (3 ტრილიონ დოლარზე მეტი), 2 ტრილიონზე მეტი დოლარით შემცირდა და 1 ტრილიონს ჩამოსცდა. ყველაზე პოპულარული ციფრული ვალუტის, ბიტკოინის ფასი დაახლოებით 70 პროცენტით დაეცა.

ერთი შეხედვით, ახლანდელი კრიზისი 2018 წლისას ჰგავს, მაგრამ მათ შორის მნიშვნელოვანი განსხვავებაა.

საყოველთაო აღიარებით, 2017 წლის მკვეთრი ზრდის შემდეგ, 2018-ში ვარდნის მიზეზი, ეგრეთ წოდებული აჟიოტაჟური ბუშტის გახეთქვა იყო. მაშინ ბაზარზე უმეტესად პირველადი შეთავაზებები სჭარბობდა. კრიპტო ვალუტის უამრავი პროექტი ამოქმედდა, რომელთა უმეტესობაც კრახით დასრულდა და დაიხურა.

მიმდინარე წლის ვარდნის მთავარი მიზეზები, მაკროეკონომიკური ფაქტორებია. მათ შორის მთავარია მზარდი ინფლაცია, რომლის გამოც, შეერთებული შტატების ფედრეზერვმა და სხვა დიდმა ცენტრალურმა ბანკებმა, მონეტარული პოლიტიკის გამკაცრება დაიწყეს. ამის ფონზე შეიქმნა სიტუაცია, როდესაც რისკიან აქტივებზე მოთხოვნა დაეცა და ინვესტორებმა ურისკო აქტივებს (როგორებიცაა ამერიკული დოლარი და ოქრო) მიაშურეს.

ბიტკოინი (BTC) და სხვა ციფრული ვალუტები, რისკიან აქტივებად არის მიჩნეული და მათი ბაზარი, სააქციო ბაზართან არის კორელაციაში. შესაბამისად, მათი ფასებიც ეცემა და იკლებს კრიპტო ბაზრის კაპიტალიზაცია. შექმნილმა სიტუაციამ აზარალა როგორც ჰეჯ ფონდები, ასევე კრედიტორები. გაყიდვების უწყვეტმა ტალღამ, არაერთი კომპანიის გაკოტრება გამოიწვია.

სწორედ ეს ეფექტი არ მოქმედებდა 2018 წლის კრიპტო კრიზისის დროს. გარდა ამისა, ამჯერად ბაზარზე უოლ სტრიტის არაერთი მსხვილი მოთამაშე მუშაობს, რომლებიც პოზიციებს საკრედიტო მხრით ხსნიან. ეს კი რისკს ზრდის და კრიზისის დროს, ინვესტორს დაუცველს ტოვებს.

© 2020 MyCoins.ge all rights reserved