კოინბეიზი SEC-ისგან კრიპტო რეგულაციებს მოითხოვს

Home » ბლოგი » კოინბეიზი SEC-ისგან კრიპტო რეგულაციებს მოითხოვს
25/04/2023
Photo: coinbase, SEC regulations
კოინბეიზი SEC-ისგან კრიპტო რეგულაციებს მოითხოვს

Coinbase global inc.-მა შეერთებული შტატების ფასიანი ქაღალდების და სავალუტო გაცვლების კომისიას (SEC) პეტიციით მიმართა, რომლითაც რეგულატორისგან, ციფრული კრიპტო აქტივებისთვის ახალი წესების შემუშავებას მოითხოვს.

სავაჭრო პლატფორმას სურს, რომ მკაფიოდ გაწერილი წესების შესაბამისად იმუშაოს, რომლებიც განსაზღვრავს გარემოებებს, რომელთა შემთხვევაშიც, ციფრული აქტივები განიხილება, როგორც ფასიანი ქაღალდები. შესაბამისად, პლატფორმას საბაზრო ჩარჩოს შემუშავების შესაძლებლობა მიეცემა, რომელსაც კრიპტოვალუტებით ვაჭრობისას გამოიყენებს.

SEC-ს სავაჭრო პლატფორმისთვის ოფიციალური პასუხი არ გაუცია. ამის გამო, Coinbase-ი იძულებული გახდა, რეგულატორისგან წესების შემუშავება ოფიციალურად მოეთხოვა.

,,კოინბეიზს (Coinbase) და სხვა კრიპტო კომპანიებს, SEC-ის რეგულაციებთან დაკავშირებით, ბევრი წინააღმდეგობის გადალახვა უწევთ, რაც მათ პრობლემებს უქმნის“, – ამბობს „კოინბეიზის“ (Coinbase) მთავარი იურიდიული კონსულტანტი პოლ გრევალი.

„კოინბეიზი“ პეტიციას ასევე აშშ-ის სააპელაციო სასამართლოს მესამე ოლქში შეიტანს, რამაც შესაძლოა, SEC-ის გააქტიურება გამოიწვიოს. კრიპტო ინდუსტრია ამჟამად იმ იურიდიულ არეში მოქმედებს, რომელსაც მოქმედი რეგულაციები ვერ ფარავს. ამიტომ, „კოინბეიზში“ (Coinbase) თვლიან, რომ ახალი კანონის შემუშავება, არსებულ კანონებში, ეგრეთ წოდებულ ნაცრისფერ ადგილებს გადაფარავს.

SEC-ის თავმჯდომარე გერი გენსლერი ამბობს, რომ კრიპტოვალუტებზე მომუშავე ფირმებმა, არსებული წესების შესაბამისად უნდა იმოქმედონ და რომ ახალი, კრიპტო აქტივებისთვის მისადაგებული წესების შემუშავება საჭირო არ არის.

„კოინბეიზმა“ (Coinbase) ახლახანს გამოაცხადა, რომ SEC-ის თანამშრომლები, კომპანიის წინააღმდეგ ძალდატანებითი ღონისძიების განხორციელებას გეგმავდნენ. მაშინ „კოინბეიზმა“ (Coinbase) გამოაცხადა, რომ ყოველ ძალდატანებით მცდელობას, სასამართლოში გაასაჩივრებდა. ამით ფაქტობრივად, SEC-ის მიერ დაგეგმილი აქტივობები აღიკვეთა.

ნახეთ ასევე: SEC-ის თავმჯდომარე კრიპტო ბაზრის რეგულირების საჭიროებას ვერ ხედავს

© 2020 MyCoins.ge all rights reserved