კრიპტოს მომხმარებელთა რიცხვი 2030 წელს 1 მილიარდს მიაღწევს

Home » ბლოგი » კრიპტოს მომხმარებელთა რიცხვი 2030 წელს 1 მილიარდს მიაღწევს
29/07/2022
კრიპტოს მომხმარებელთა რიცხვი 2030 წელს 1 მილიარდს მიაღწევს

გავრცელებული მოსაზრებით, ბევრი ადამიანი, ვინც აქამდე არ ჩართულა კრიპტო საზოგადოებაში, ბიტკოინის ფასის შემხედველი თვლის, რომ კრიპტოთი დაინტერესება დაგვიანებულია. მაგრამ „ბოსტონის საკონსულტაციო ჯგუფის“ (BCG) მიერ შესრულებული კვლევა ცხადყოფს, რომ ინდუსტრიის ეს ახალი სფერო, დანერგვის პროცესის ჯერ მხოლოდ საწყის ფაზაში იმყოფება.

კვლევა გვიჩვენებს, რომ კრიპტოს ადაპტაცია ამ ეტაპზე, ტრადიციულ საინვესტიციო აქტივებთან შედარებით, ძალიან დაბალ დონეზეა. BCG-ს მონაცემებით, ამჟამად ინდივიდუალური სიმდიდრის მხოლოდ 0.3 პროცენტია მიმართული კრიპტო აქტივებზე. შედარებისთვის, აქციებზე ამავე სიმდიდრის დაახლოებით 25 პროცენტი მოდის.

კვლევის შესაბამისად, კრიპტო აქტივებში ინვესტიციების სუსტი გავრცელება იმის ნიშანია, რომ კრიპტო ინდუსტრიის ზრდისთვის სოლიდური სივრცე ჯერაც არსებობს.

უფრო მეტიც, კვლევაში მოყვანილია შედარება ინტერნეტის დამკვიდრების მრუდთან, რომელმაც ინტერნეტ ინდუსტრია 1 მილიარდ მომხმარებლამდე მიიყვანა. შედარებისთვის გამოყენებულია კრიპტო ვალუტების მფლობელთა და ეთერიუმის იმ მისამართების სტატისტიკა, რომლებზეც ბალანსი ნულზე მეტია. ამ შედარებების საფუძველზე, კვლევის ავტორები ასკვნიან, რომ კრიპტო ინდუსტრიის ზრდისთვის სოლიდური სივრცეა დარჩენილი.

კონსალტინგის კომპანია „ვერიფიედ მარკეტ რისერჩის“ მიერ ჩატარებული კვლევის მიხედვით, არაგაცვლადი მონეტების (NFT) ინდუსტრიის (კრიპტო ინდუსტრიის ნაწილი) ჯამური მოცულობა, 10 წელიწადში 231 მილიარდ დოლარს მიაღწევს. ამავე კვლევის შესაბამისად, ამ სექტორის წლიური ზრდა კვლავაც 33.7 პროცენტი იქნება. ზრდის მთავარ მამოძრავებელ ძალად კი მუსიკის, კინოს და სპორტის სფეროს ვარსკვლავების და ორგანიზაციების აქტივობა დარჩება.

ამის პარალელურად, საკონსულტაციო კომპანია „მაკკინსი და კომპანიამ“ ჩაატარა კვლევა, რომელიც აჩვენებს, რომ მხოლოდ მეტავერსის აქტივების ჯამური მოცულობა, 2030 წლისთვის 5 ტრილიონ დოლარს მიაღწევს. კვლევის ფარგლებში, კომპანიამ რამდენიმე ქვეყნის მომხმარებლები და სხვადასხვა სფეროს კომპანიები გამოკითხა, რომლის გაანალიზების შედეგადაც გამოვლინდა, რომ ელექტრონული კომერცია, მეტავერსში ფულის მოძრაობის ძირითადი მამოძრავებელი გახდება და მისი შემოსავლები 2030 წლისთვის 2.6 ტრილიონ დოლარს მიაღწევს.

© 2020 MyCoins.ge all rights reserved