კრიპტო აქტივებს დიდი რყევების პერიოდი ელის

Home » ბლოგი » კრიპტო აქტივებს დიდი რყევების პერიოდი ელის
05/08/2022
კრიპტო აქტივებს დიდი რყევების პერიოდი ელის

იმ დროს, როდესაც საერთაშორისო მონეტარული ფონდი (IMF), მსოფლიო ეკონომიკის ზრდის შენელებას ელის, ციფრული ვალუტების ინვესტორები, ციფრული აქტივების ბაზრებზე, რყევების გაზრდის მოლოდინში არიან.

თავის ივლისის ანგარიშში, IMF-ს მსოფლიო ეკონომიკის პერსპექტივა შეფასებული აქვს, როგორც „პირქუში და უფრო გაურკვეველი“, რის მთავარ მიზეზადაც, მოსალოდნელზე მაღალი ინფლაციაა დასახელებული. გარდა ამისა, შემცირებულია მსოფლიო წარმოება, რაც ინფლაციასთან ერთად, ეკონომიკის ზრდას უშლის ხელს. ეს ფაქტორები უკვე ახდენს გავლენას მსოფლიოს განვითარებაზე. შესაბამისად, ანგარიშში ლაპარაკია იმაზე, რომ მსოფლიო ეკონომიკას დაღმასვლა ელის.

მაკროეკონომიკური ფაქტორების გავლენით, დაღმასვლის გაგრძელება, ციფრული ვალუტების ბაზარზეც არის მოსალოდნელი. ამავეს ადასტურებს კრიპტო ბაზრის ანალიტიკოსი მაილს დოიჩერი, ვინც თავისი ტვიტერის 154 ათას მიმდევარს აფრთხილებს, რომ ბაზრებზე მაღალი რყევებია მოსალოდნელი.

კრიპტო ბაზარს ცუდ ფონს უქმნის ის გარემოებაც, რომ განვითარებული ქვეყნების ცენტრალურმა ბანკებმა (იაპონიის გამოკლებით), განაკვეთის გაზრდა და მონეტარული პოლიტიკის ნორმალიზება-გამკაცრება დაიწყეს. თუმცა გასულ კვირაში აშშ-ის ფედრეზერვის მიერ, დოლარზე განაკვეთის მკვეთრ (0.75 პროცენტით) გაზრდას, საპირისპირო შედეგი მოჰყვა – კრიპტო ვალუტების ფასები გაიზარდა.

ამის მიზეზი გახდა ის, რომ ფედრეზერვის შეფმა ჯერომ პაუელმა, რეცესიის დაწყებიოს საშიშროება უარყო. ეს კი ბაზრებს შვებას აძლევს და შესაბამისად, რისკიან აქტივებზე (მათ შორის კრიპტოებზე) მოთხოვნა იზრდება. ოღონდ, ძნელი სათქმელია, ეს ფაქტორი ბაზრებს როდემდე გამოკვებავს.

სავარაუდოდ, იმის მიუხედავად, რომ შეერთებული შტატების მსოფლიოში უდიდესი ბაზარია, მასთან დაკავშირებული ოპტიმიზმი, რისკიან აქტივებზე მოთხოვნის ხანგრძლივ შენარჩუნებას ვერ შეძლებს. მითუმეტეს, ბოლო სტატისტიკით, გერმანიაში ეკონომიკის ზრდა უკვე მიუახლოვდა ნულოვან დონეს, რის იქითაც რეცესიაა…

© 2020 MyCoins.ge all rights reserved