კრიპტო კრედიტორი კომპანია „Genesis“ გაკოტრებისთვის ემზადება

Home » ბლოგი » კრიპტო კრედიტორი კომპანია „Genesis“ გაკოტრებისთვის ემზადება
20/01/2023
კრიპტო კრედიტორი კომპანია „Genesis“ გაკოტრებისთვის ემზადება

კრიპტო ვალუტების საკრედიტო კომპანია „Genesis Global Capital“ ემზადება, რომ საკუთარი გაკოტრების შესახებ გამოაცხადოს. ამ ინფორმაციას ბლუმბერგი ავრცელებს.

ამ კომპანიის გაკოტრებას კრიპტო (და არამხოლოდ კრიპტო) ბაზარი მას შემდეგ ელის, რაც კრახი განიცადა კრიპტო სავალუტო პლატფორმა FTX-მა. „Genesis“ მაშინ საკუთარი კლიენტების მიერ, მათი კუთვნილი ფინანსების გატანა შეაჩერა.

FTX-ის ნოემბრის დაცემამ ისეთი კომპანიებიც გააკოტრა, როგორიცაა კრედიტორი „BlockFi“ და მაინინგ კომპანია „Core Scientific“. მაშინვე ანალიტიკოსები დარწმუნებით ამბობდნენ, რომ FTX-ის კრახი მომავალშიც შეიწირავდა ამ სფეროში მოღვაწე კომპანიებს.

„Genesis“ გადარჩენის რამდენიმე ვარიანტი ჰქონდა, მაგრამ ვერცერთის განხორციელება ვერ შეძლო. პარალელურად, „Genesis“ სასამართლო გარჩევები ჰქონდა (და აქვს) კომპანია Geminis-თან, რომელიც ფეისბუკის თანადამაარსებლების, კამერონ და ტაილერ უინკლვოსების მიერ არის შექმნილი.

„Gemini“ კლიენტებს სპეციალურ პროდუქტს სთავაზობდა და ამ საქმეში, მისი პარტნიორი „Genesis“ იყო. ახლა კი აცხადებს, რომ გაკოტრების პირას მყოფ კომპანიას, მისი 900 მილიონი დოლარი მართებს.

ორივე კომპანიას აშშ-ის SEC (ფასიანი ქაღალდების და სავალუტო გაცვლების კომისია), ფასიანი ქაღალდების უკანონო გაყიდვებში და ასობით ათასი კლიენტის მოტყუებაში ადანაშაულებს.

© 2020 MyCoins.ge all rights reserved