კრიპტო მაინინგი გრძელვადიან პერსპექტივაში მომგებიანია

Home » ბლოგი » კრიპტო მაინინგი გრძელვადიან პერსპექტივაში მომგებიანია
10/08/2022
კრიპტო მაინინგი გრძელვადიან პერსპექტივაში მომგებიანია

ამჟამად კრიპტო ვალუტების ბაზარზე დაღმავალი ტრენდია გაბატონებული. კრიპტო მომპოვებლებს (მაინერებს) ბევრი წინააღმდეგობის გადალახვა უწევთ იმისთვის, რომ მათი საქმიანობა მომგებიანი იყოს, მაგრამ დარგის ექსპერტები ირწმუნებიან, რომ გრძელვადიან პერსპექტივაში, კრიპტო მაინინგი ძლიერ მომგებიან საქმედ დარჩება.

ASIC მაინერებით მომუშავე მომპოვებლების ხარჯები, 8-12 ათასი დოლარის ფარგლებში მერყეობს. სხვაობა ძირითადად კონკრეტულ ადგილზე, ელექტრო ენერგიის ღირებულებაზეა დამოკიდებული, რადგან ამაზე ხარჯის ნახევარზე მეტი მოდის. სხვადასხვა გათვლებით, მოწყობილობის შეძენა-ექსპლუატაციის ხარჯების დასაფარად, მომპოვებელს დაახლოებით 5-6 წელი სჭირდება.

ექსპერტები გვახსენებენ, რომ ბიტკოინის ეგრეთ წოდებული ჰალვინგი (მოპოვების განახევრება) 2024 წელს არის დაგეგმილი. როგორც წესი, მოპოვების განახევრებას, ბიტკოინის მნიშვნელოვნად გაძვირება მოჰყვება ხოლმე. ექსპერტები მაინერებს ურჩევენ, მაქსიმალურად ეფექტურად გამოიყენონ ეს დრო, რადგან ჰალვინგის შემდეგ, მოპოვებული ბიტკოინების გაცილებით ძვირად გაყიდვის შესაძლებლობა მიეცემათ.

მაგრამ არის სხვა გარემოებაც, რომლის გამო, დაბალი ფასების დიდხანს შენარჩუნების შემთხვევაში, მომპოვებლებს პრობლემები შეექმნებათ. საქმე ისაა, რომ მოსაპოვებელი მოწყობილობა სამ-ხუთ წელიწადში შეიძლება მწყობრიდან გამოვიდეს და მას რემონტი, ან შეცვლა დასჭირდეს. ეს ხარჯებს ზრდის. ხარჯი კი მით მეტია, რაც მეტი მოწყობილობა მუშაობს ფერმაში.

კარგი გამოსავალი გახდა წყლით გაგრილება, რაც მოწყობილობის ექსპლუატაციის ვადასაც ზრდის და გაგრილებაზე ელექტრო ენერგიის დანახარჯებსაც მნიშვნელოვნად ამცირებს. ექსპერტები ირწმუნებიან, რომ მალე სწორედ ის მომპოვებლები შეინარჩუნებენ კონკურენტუნარიანობას, რომლებიც სითხით გაგრილებას იყენებენ.

ახლახანს „ჯეიპი მორგანის“ სტრატეგებმა გამოაქვეყნეს ინფორმაცია იმის შესახებ, რომ BTC-ის მოპოვების ხარჯები, ივნისში 13 ათას დოლარამდე იყო შემცირებული. ეს კი შარშანდელი სექტემბრის შემდეგ, ყველაზე დაბალი მაჩვენებელია. უფრო დაბალი ხარჯები, მაინერს იმის საშუალებას აძლევს, რომ მოპოვებული ბიტკოინი თავის საფულეში დააყოვნოს და მის გასაყიდად, უფრო ხელსაყრელ მომენტს დაელოდოს.

© 2020 MyCoins.ge all rights reserved