ოთხშაბათის კრიპტო ამბები – 5 ოქტომბერი

Home » ბიტკოინი » ოთხშაბათის კრიპტო ამბები – 5 ოქტომბერი
05/10/2022
ოთხშაბათის კრიპტო ამბები – 5 ოქტომბერი

კრიპტო ბაზარზე 12 ათასი ვალუტა გაუჩინარდა

ბლუმბერგის ინფორმაციით, კრიპტო ბაზარზე დაახლოებით 12 100 ეგრეთ წოდებული ზომბი კრიპტო ვალუტა არსებობს, რომლებითაც ვაჭრობა, მინიმუმ ერთი თვის განმავლობაში არ შესრულებულა. ასეთი ვალუტები/მონეტები ტექნიკური თვალსაზრისით არსებობს, მაგრამ ისინი არააქტიურ მდგომარეობაშია.

ასეთი კრიპტოების დიდი ნაწილი შარშან, აღმავალი ტრენდის დროს, კრიპტო სტარტაპებმა შექმნეს. წელს კი, როდესაც დაღმავალი ტრენდი დაიწყო და შექმნილ სიტუაციაში, წარმატებულ ვალუტებსაც შეექმნა პრობლემები, ასეთი ზომბი ვალუტები გამოუსადეგარი გახდა.

მაკდონალდსმა შვეიცარიაში ბიტკოინით ვაჭრობა დაიწყო

გამოცემა კრიპტო გლოუბის ინფორმაციით, შვეიცარიის ქალაქ ლუგანოში „მაკდონალდსმა“ საკუთარი ნაწარმის ბიტკოინზე/სატოშებზე და ტეზერზე გაყიდვა დაიწყო. ამას წინ უძღოდა ლუგანოს მერიის განცხადება იმის შესახებ, რომ ქალაქის ფარგლებში, ბიტკოინს და ტეზერს გადახდის ლეგალურ საშუალებად აღიარებს.

„მაკდონალდსის“ აღნიშნულ რესტორანში მოქმედებს მხოლოდ ერთი თვითმომსახურების სალარო, რომლის მეშვეობითაც, კრიპტო ვალუტით გადახდაა შესაძლებელი. მაგრამ თუ ექსპერიმენტი გაამართლებს და ასეთი სალარო მოთხოვნადი გახდება, მსგავსი ტერმინალების რიცხვი გაიზრდება. გარდა ამისა მოსალოდნელია, რომ ლუგანოს მაგალითს მალე შვეიცარიის სხვა ქალაქებიც მიბაძავენ.

მასკის მიერ „ტვიტერის“ შესყიდვის განცხადებამ დოჯქოინიც (DOGE) გააძვირა

მას შემდეგ, რაც ილონ მასკმა აშშ-ის SEC-ს (ფასიანი ქაღალდების და სავალუტო გაცვლების კომისია) დაუდასტურა, რომ „ტვიტერს“ 44 მილიარდ დოლარად ყიდულობს, დოჯქოინის (DOGE) ფასმა ზრდა დაიწყო. მასკი თითოეულ აქციაში 54.2 დოლარს გადაიხდის, რაც ჯამში 44 მილიარდ დოლარს შეადგენს. სხვათა შორის, თითო აქციის ამჟამინდელი ფასი დაახლოებით ორი დოლარით ნაკლებია.

მასკის მიერ, „ტვიტერის“ შესყიდვაზე განცხადების გამოქვეყნების შემდეგ, დოჯქოინის (DOGE) ფასი 0.06050-დან 0.06634 დოლარამდე გაიზარდა, თუმცა დღის განმავლობაში, დაახლოებით 0.2 ცენტით დაიწია.

მასკის კომპანია „ტესლა“ დოჯქოინს (DOGE) საკუთარი სუვენირების და აქსესუარების გაყიდვისას იღებს. გარდა ამისა, მისი სხვა კომპანიების მიერ, ამ კრიპტო ვალუტის მიღებაც იგეგმება.

© 2020 MyCoins.ge all rights reserved