ორშაბათის კრიპტო ამბები – 17 ოქტომბერი

Home » ბლოგი » ორშაბათის კრიპტო ამბები – 17 ოქტომბერი
17/10/2022
ორშაბათის კრიპტო ამბები – 17  ოქტომბერი

კანადელების 30 პროცენტზე მეტი კრიპტოების შეძენას გეგმავს

ონტარიოს (კანადა) ფასიანი ქაღალდების კომისიის (OSC) მთავარი აღმასრულებელი გრანტ ვინგოუ ამბობს, რომ ბევრი კანადელი კრიპტო ვალუტების შესყიდვას გეგმავს. ის ამბობს, რომ აქციების და კანადაში ობლიგაციების ნორმატიული საფუძვლები, კარგად მიესადაგება კრიპტო კონტრაქტებს და ამასთან, კრიპტო ორგანიზაციების უმეტესობა, OSC-ს იურისდიქციას მიესადაგება. ეს კი საქმეს აადვილებს.

ვინგოუს თქმით, მისი კომისიის მიერ ჩატარებული კვლევის მიხედვით, კანადელთა 30 პროცენტზე მეტი, მომავალ წელს კრიპტო ვალუტების შეძენას აპირებს. კომისიის ამოცანა კი ისაა, რომ შესაბამისი უზრუნველყოფის არმქონე კომპანიებს, საკუთარი მომსახურების შეთავაზების საშუალება არ მიეცეთ, რადგან მათთან კლიენტების ინვესტიციები დაცული ვერ იქნება.

მატიკის (Matic) ფასი მალე 1 დოლარს მიაღწევს

საყოველთაოდ ცნობილი კრიპტო ტრეიდერი და კომპანია „ეით გლობალის“ მთავარი აღმასრულებელი მაიკლ ვან დე პოპე ვარაუდობს, რომ „პოლიგონის“ მატიკის (Matic) ფასი უახლოეს მომავალში 1.0 დოლარს მიაღწევს.

ეს პოპულარული კრიპტო ვალუტა ამჟამად აღმავალ ტრენდს მიჰყვება და დიდი ალბათობაა იმისა, რომ მცირე კორექციის შემდეგ, ზრდას გააგრძელებს. ვან დე პოპე ერთადერთი არაა, ვინც მატიკთან (Matic) დაკავშირებით, ოპტიმისტურად არის განწყობილი. არიან ისეთებიც, ვინც ფიქრობს, რომ ამ ვალუტის ფასი 2025 წლისთვის 3.95 დოლარს მიაღწევს.

მატიკი (Matic) კაპიტალიზაციის მხრივ, ვებგვერდ „კოინმარკეტკაპ-ის“ რეიტინგში მე-12 ადგილს იკავებს. მისი საბაზრო კაპიტალიზაცია 7.2 მილიარდ დოლარზე მეტია.

საათების შვეიცარიელი მწარმოებელი მეტავერსის საათს უშვებს

საათების მწარმოებელი შვეიცარიული კომპანია „ქრონოსუისი“ მეტავერსში აქტიურდება. კომპანიამ შეზღუდული სერიით, საათების ახალი კოლექცია (სახელწოდებით ოუპენ გეარ რესეკ შუგარ რაშ) გამოუშვა, რომელიც მეტავერსისთვის არის განკუთვნილი. შეზღუდული რაოდენობის კოლექციაში სულ 100 საათი შევა.

„მეტავერსს განვიხილავთ, როგორც ინტერნეტის ევოლუციურ განვითარებას, რომელიც ბიზნესს და თამაშებს გააერთიანებს და მომხმარებლებისთვის უნიკალურ გარემოს შექმნის. ჩვენ გვესმის, რომ ეს არის ფსონი ჯერაც გაურკვეველ ხედვაში. მაგრამ ფაქტია, რომ ყველა პერსპექტიულ ხედვას სჭირდება, რომ ის ხალხმა დაიჯეროს და მიიღოს“, – ამბობს „ქრონოსუისის“ მფლობელი და მთავარი აღმასრულებელი ოლივერ ებშტაინი.

© 2020 MyCoins.ge all rights reserved