პარასკევის კრიპტო ამბები – 16 სექტემბერი

Home » ბლოგი » პარასკევის კრიპტო ამბები – 16 სექტემბერი
16/09/2022
პარასკევის კრიპტო ამბები – 16 სექტემბერი

კრიპტო პლატფორმებმა ეთერიუმის გატანა განაახლეს

კრიპტო ვალუტების პლატფორმებმა, რომლებსაც ეთერიუმის (ETH) განახლებამდე, ამ კრიპტოს გატანა შეჩერებული ჰქონდათ, შეზღუდვა უკვე მოხსნეს. პლატფორმებმა ეთერიუმის და ERC-20 სტანდარტის ტოკენების გატანა და სხვა ოპერაციების შესრულება, მერჯამდე რამდენიმე დღით ადრე შეწყვიტეს, რისი მიზეზიც, კლიენტთა ფინანსების დაცვა და ყოველგვარი მოსალოდნელი ინციდენტის თავიდან აცილება იყო.

„ბაინენსმა“ ერთ-ერთმა პირველმა მოხსნა შეზღუდვები. მას მალე „კრაკენმა“, „პოლონიექსმა“, „კოინექსმა“ და „კუკოინმაც“ მიბაძეს.

ეთერიუმის ყოფილი მაინერები ეთერიუმ კლასიკზე გადაერთვნენ

სანამ საბოლოოდ გადაწყვეტენ, რა გზა აირჩიონ, ეთერიუმის მომპოვებელთა (მაინერთა) ნაწილმა, საკუთარი სიმძლავრეები, ეთერიუმ კლასიკის მოპოვებაზე გადართო. ეს ვალუტა კვლავაც PoW სისტემაზე რჩება და შესაბამისად, მის მოპოვებაზე გადართვა, ეთერიუმის მომპოვებლებმა სწრაფად შეძლეს. გავრცელებული ინფორმაციით, ამის გამო, ეთერიუმ კლასიკის (ETC) გამოთვლითი სიმძლავრე, სამ საათში თითქმის გაორმაგდა. გარდა ამისა, PoW სისტემის მომხრე მომპოვებლების ნაწილი, ამავე ალგორითმით მომუშავე სხვა მონეტების (მათ შორისაა დოგკოინი, ბიტკოინი, ლაიტკოინი, ბიტკოინ ქეში, მონერო და სხვა) მოპოვებაზეც გადაერთო.

ჩინეთში კრიპტოებით ვაჭრობა ნებადართულია

ჩინეთის სახალხო სასამართლოს გადაწყვეტილებით, ქვეყნის მოქალაქეებს კრიპტო ვალუტებით ვაჭრობის უფლება შეუნარჩუნდებათ. მაგრამ მათ ხელთ არსებული კრიპტოები განიხილება, როგორც ვირტუალური აქტივები და არა, როგორც ვალუტა. ამასთან, სასამართლომ გამოაცხადა, რომ ქვეყანაში კრიპტოებით ვაჭრობა იმ შემთხვევაში რჩება აკრძალულად, თუ კრიპტოს, როგორც ვალუტას გამოიყენებენ. მაგალითად, არ დაიშვება კრიპტო ვალუტით რაიმე ნაწარმის, ან სურსათის შეძენა.

ჩინური სასამართლოს არგუმენტი ისაა, რომ კრიპტო ვალუტებს არ უშვებენ სახელმწიფო ფინანსური დაწესებულებები და ისინი რომელიმე ქვეყნის სამართლებრივი და ფინანსური ინსტიტუციების მიერ არაა მხარდაჭერილი.

© 2020 MyCoins.ge all rights reserved