ავსტრალიის ეროვნულმა ბანკმა სტეიბლკოინით პირველი ტრანს-სასაზღვრო ტრანზაქცია განახორციელა

Home » ბლოგი » ავსტრალიის ეროვნულმა ბანკმა სტეიბლკოინით პირველი ტრანს-სასაზღვრო ტრანზაქცია განახორციელა
16/03/2023
ავსტრალიის ეროვნულმა ბანკმა სტეიბლკოინით პირველი ტრანს-სასაზღვრო ტრანზაქცია განახორციელა

ავსტრალიის ეროვნულმა ბანკმა (NAB) გამოაცხადა, რომ სტეიბლკოინით, ისტორიაში პირველი ტრანს-სასაზღვრო ტრანზაქცია განახორციელა, რისთვისაც პირველი დონის საზოგადოებრივი ბლოკჩეინი გამოიყენა. შიდა საბანკო გადარიცხვისას, ბანკის მიერ სრულად მხარდაჭერილი სტეიბლკოინი AUDN გამოიყენეს, რომელიც ავსტრალიურ დოლართან არის მიბმული.

ტრანზაქცია ეთერიუმის (ETH) ბლოკჩეინზე შესრულდა. ბანკის განცხადებით, შვიდი ვალუტისთვის სმარტ კონტრაქტები გამოიყენეს. ესენია ავსტრალიური, ახალზელანდიური, სინგაპურის და ამერიკული დოლარები, ასევე ევრო, იაპონური იენი და ბრიტანული სტერლინგი.

სტეიბლკოინი ახალი შემუშავებულია, როგორც ბანკის ვალდებულებები და ის სტანდარტ ERC-20-ს შეესაბამება. NAB-ს ამ საქმეში პარტნიორობას პლატფორმა „Fireblocks“ და პროფესიონალური მომსახურებების საკონსულტაციო ფირმა „Blockfold“უწევდნენ.

„ჩვენ გვჯერა, რომ მომავლის ფინანსების ელემენტები, ბლოკჩეინთან იქნება დაკავშირებული. ჩვენ უკვე ბევრ შესაბამის ცვლილებას ვხედავთ, რომლებიც ბაზარზე ტოკენიზაციას უკავშირდება. მართვის მკაცრი ჩარჩოები, რომლებსაც ჩვენ ვფლობთ, იმის გარანტიას იძლევა, რომ ჩვენ უსაფრთხო და საიმედო ციფრული ფინანსური სისტემის შექმნის მხარდაჭერა შეგვიძლია“, – ამბობს NAB-ის ბაზრების განყოფილების აღმასრულებელი გენერალური მენეჯერი დრიუ ბრედფორდი.

ამბობს NAB-ის ბაზრების განყოფილების აღმასრულებელი გენერალური მენეჯერი დრიუ ბრედფორდი.

ბანკის განცხადებით, საპილოტო ტრანზაქციების დროს გამოვლინდა, რომ ასეთი ოპერაციების განხორციელება, დღეების ნაცვლად, წუთებში არის შესაძლებელი. პროგრამის მიზანი სწორედ ის იყო, რომ საერთაშორისო საბანკო პროტოკოლების გამარტივება დადასტურებულიყო. ავსტრალიის ეროვნული ბანკი აცხადებს, რომ წლის ბოლოსთვის, ინსტიტუციური და კორპორატიული კლიენტების მხარდაჭერას შეძლებს, როდესაც ისინი ოპერაციებს ციფრული აქტივებით განახორციელებენ.

NAB არის მეორე დიდი ავსტრალიური ბანკი, რომელმაც ავსტრალიური დოლარით უზრუნველყოფილი სტეიბლკოინი (AUDN) გამოუშვა. AUDN-ის უპირველესი დანიშნულება, სწორედ ტრანს-სასაზღვრო ტრანზაქციების შესრულება და კარბონის კრედიტებით ვაჭრობაა.

იყიდე და გაყიდე სასურველი კრიპტოვალუტა!

© 2020 MyCoins.ge all rights reserved