ბიტკოინის ფასის „გვერდული მოსაწყენი მოძრაობა“ შეიძლება 18 თვე
გაგრძელდეს

Home » ბიტკოინი » ბიტკოინის ფასის „გვერდული მოსაწყენი მოძრაობა“ შეიძლება 18 თვე
გაგრძელდეს
22/06/2023
ბიტკოინის ფასის „გვერდული მოსაწყენი მოძრაობა“ შეიძლება 18 თვე<br>გაგრძელდეს

ანალიტიკური კომპანია „გლასნოუდი“ ვარაუდობს, რომ ბიტკოინის ფასის გვერდული მოძრაობა, როგორსაც ის ამჟამად ასრულებს, კიდევ წელიწადნახვარი გაგრძელდება. ამ პერიოდში, ეგრეთ წოდებული ჰოდლერები (ინვესტორი, ვინც გარკვეული რაოდენობით აქტივებს ყიდულობს და უკეთესი ფასის მოლოდინში აჩერებს), სულ ცოტა, 12 თვე გააგრძელებენ ბიტკოინის თანდათანობით დაგროვებას.

ბაზრის მოთამაშეები ამ ეტაპზე უკვე ითვალისწინებენ (მოპოვების) ჰალვინგს, რომელიც დაახლოებით ერთ წელიწადში განხორციელდება. ეს იწვევს ბიტკოინის (BTC) ფასის გაძვირების მოლოდინს, რაც ჰოდლერებს საკუთარი BTC აქტივების დაგროვების და გაჩერების მადას უღვიძებს. მათ კი სწორედ ფასის „გვერდული მოძრაობა“ აწყობთ, რაც ბიტკოინის ხელსაყრელ ფასში შესყიდვის და გაჩერების შესაძლებლობას აძლევს.

ანალიტიკოსების ნაწილი ფიქრობს, რომ ბიტკოინის ფასის მიერ, ახალი ყველა დროის მაქსიმუმის მიღწევა, 2025 წლამდე მოსალოდნელი არაა. მათ რიცხვს „გლასნოუდიც“ მიეკუთვნება, რომლის ანალიტიკოსებიც ფიქრობენ, რომ აღმავალი ტრენდის-წინა ფაზა უკვე დაწყებულია და ის ჩვეულებრივზე მეტხანს გაგრძელდება.

„გლასნოუდის“ ანალიტიკურ შეფასებაში ლაპარაკია იმაზე, რომ სტატისტიკის შესაბამისად, ბიტკოინის მფლობელები თანდათან გადადიან დაგროვების რეჟიმში და მათ ხელთ არსებული BTC-ების ხარჯვას ერიდებიან. ისინი ამბობენ, რომ ახლა დაახლოებით ისეთივე სტრუქტურა ჩამოყალიბდა, როგორიც 2018-20 წლების ციკლის დროს იყო, როცა კოინები (ბიტკოინის გარდა, სხვა დანარჩენი კრიპტოებიც) აქტიური საფულეებიდან, ცივ საფულეებზე ინაცვლებდა. შესაბამისად, ბაზარზე მათი მოცულობა თანდათან მცირდებოდა, რაც არასაკმარის მიწოდებას ქმნიდა.

„გლასნოუდის“ ინფორმაციით, მფლობელებს თვეში საშუალოდ 42.2 ათასი ბიტკოინი გადააქვთ ცივ საფულეებში და აჩერებენ. წინა მსგავსი ციკლების დროს, ეს პროცესი დაახლოებით 2 წელი გრძელდებოდა. ანალიტიკოსთა გათვლით, დაგროვება სულ ცოტა, ექვსი თვის წინ არის დაწყებული და დაახლოებით 6-12 თვე გაგრძელდება.

© 2020 MyCoins.ge all rights reserved