2021 წლის დაწყებასთან ერთად ბიტკოინის (BTC) ფასმაც დაიწყო გასაოცარი ზრდა და წლის დაწყებიდან დღემდე, მან უკვე დაახლოებით $20,000-ით მოიმატა. დღეს კი ბიტკოინის ღირებულება უკვე $50,000-იან ნიშნულს უახლოვდება და კვლავ განაგრძობს მატებას.
კრიპტოვალუტამ რეკორდულ ფასს – $49,714.66-ს კვირა დღეს მიაღწია, დღეის ნიშნულით კი იგი $47,288-ს შეადგენს, რაც ბოლო 24 საათის განმავლობაში 4%-იანი ზრდას ნიშნავს.
როგორც ცნობილია, ბიტკოინების (BTC) რაოდენობა შეზღუდულია, ინვესტორები კი ფიქრობენ რომ, მას შემდეგ, რაც ბიტკოინების (BTC) მარაგი ამოიწურება, კრიპტოვალუტის ღირებულება კიდევ უფრო გაიზრდება.
ბიტკოინის (BTC) ფასის ზრდის ფონზე, დიდი კომპანიები კრიპტოვალუტას იმარაგებენ და უფრო მეტად უჭერენ მას მხარს, რაც მისი საფასურის გაზრდის ერთ-ერთ მიზეზსაც წარმოადგენს.