რა განსხვავებაა მსოფლიოში ორ უდიდეს კრიპტოვალუტას – ეთერიუმსა და ბიტკოინს შორის?

Home » ბიტკოინი » რა განსხვავებაა მსოფლიოში ორ უდიდეს კრიპტოვალუტას – ეთერიუმსა და ბიტკოინს შორის?
04/07/2019
რა განსხვავებაა მსოფლიოში ორ უდიდეს კრიპტოვალუტას – ეთერიუმსა და ბიტკოინს შორის?

ლექ საკოლინი, Autonomous Research-ის ფინანსური ტექნოლოგიების დირექტორი, Business Insider-ის აღმასრულებელ რედაქტორთან სარა სილვერსთინთან საუბარში განმარტავს სხვაობას მსოფლიოს ორ მსხვილ კრიპტოვალუტას, ბიტკოინსა და ეთერიუმს შორის.

სარა სილვერსთინ: „რა განსხვავებაა ბიტკოინსა და ეთერიუმს შორის?”

ლექ საკოლინი: „ბიტკოინი ეს არის ციფრული ოქრო, შეგვიძლია ჩავთვალოთ, რომ ეს არის კრიპტოვალუტების სარეზერვო ვალუტა. ხოლო ეთერიუმი, ეს არის მსოფლიოს კომპიუტერული პლაფორმა, რომელზეც შეგვიძლია დავაშენოთ ჭკვიანი ხელშეკრულებები. ასე რომ, ნებისმიერი რამ, დაწყებული აქციებიდან მიღებული ფინანსური შემოსავლებით, პიცის ნაჭრის შეძენით დასრულებული, შეგვიძლია დავაშენოთ ეთერიუმის ბლოკჩეინზე.“

სარა სილვერსთინ: „და რომელი კრიპტოვალუტა ჯობს, ეთერიუმი თუ ბიტკოინი?“

ლექ საკოლინი: „რთული კითხვაა. ეს იგივეა, რომ მკითხოთ რომელი ჯობს – ფული თუ ტექნოლოგია. ბიტკოინი ძირითადად ციფრული ფულია, ის არის მომავალი, თუ როგორი უნდა იყოს გადახდები, ხოლო ეთერიუმი ეს არის ახალი ინფრასტრუქტურა, რომელზეც ნებისმიერი რამის განთავსება შეიძლება. წარმოიდგინე დეცენტრალიზებული Facebook-ი, ინტერნეტი და ა.შ”

და შენ რომელ კრიპტოვალუტას ამჯობინებ?

იყიდე, გაყიდე, მიიღე, გააგზავნე, შეინახე, კრიპტოვალუტები MyCoins.ge-ზე


წყარო: https://myc.ge/328iKT7

© 2020 MyCoins.ge all rights reserved