დოჯქოინი (DOGE) ბოლო 1 კვირაში ≈ 530%-ით გაიზარდა! რა იწვევს ამას?

Home » ბლოგი » დოჯქოინი (DOGE) ბოლო 1 კვირაში ≈ 530%-ით გაიზარდა! რა იწვევს ამას?
19/04/2021
დოჯქოინი (DOGE) ბოლო 1 კვირაში ≈ 530%-ით გაიზარდა! რა იწვევს ამას?

თავდაპირვალად ხუმრობად შექმნილი კრიპტოვალუტა – დოჯქოინი (DOGE), დღეს, ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული კრიპტოა. $44 მილიარდიანი მარკეტის კაპიტალიზაციით, დოჯქოინი (DOGE) მარკეტზე, 19 აპრილის მაჩვენებლით, #6 კრიპტოვალუტის პოზიციას იკავებს.

Buy_dogecoin

დოჯქოინი (DOGE) 2013 წელს, Software დეველოპერებმა ბილ მარკუსმა და ჯექსონ პალმერმა შექმნეს. მიზანი კი ის იყო, რომ შექმნილიყო სწრაფი, სახალისო და ტრადიციული საბანკო კომისიებისგან თავისუფალი ანგარიშსწორების სისტემა, რომელიც დროთა განმავლობაში ნამდვილ კრიპტოვალუტად ჩამოყალიბდა.

ბოლო 7 დღის განმავლობაში, დოჯქოინმა (DOGE) შთამბეჭდავი ≈ 530% ზრდის შემდეგ, $0.06 – დან, მის უმაღლეს ნიშნულს $0.44 -ს, პარასკევ დღეს მიაღწია.

ბიტკოინისგან (BTC) განსხვავებით, დოჯქოინს (DOGE) უსასრულო რაოდენობის მარაგი აქვს ჩაშენებული საკუთარ კოდში, რაც იმას ნიშნავს, რომ მისი ქოინები უსასრულო რაოდენობისაა – ეს ფაქტი კი, კრიპტოვალუტის მაინერებში განსაკუთრებით დიდ სიმპათიას იწვევს და დოჯქოინს (DOGE) უფრო პოპულარულს ხდის.

ზემოთ ხსენებული რაოდენობრივი უპირატესობის გარდა, კრიპტომოყვარულთა აზრით, დოჯქოინის (DOGE) ფასზე ცნობილი ადამიანების განსაკუთრებული მხარდაჭერაც მოქმედებს.

Dogecoin-ის ერთ-ერთი ყველაზე დიდი მხარდამჭერი გახლავთ Tesla-ს CEO, ილონ მასკი, რომელიც არ წყვეტს საკუთარ ტვიტერის პროფილზე Dogecoin-ის განუწყვეტლივ ხსენებას და მისი გამოყენებით სახალისო პოსტების შედგენას.

ბოლო პერიოდში, მასკს სხვა ცნობილი ადამიანებიც შეუერთდნენ, რაც კრიპტომოყვარულთა აზრით დიდ დადებით ზეგავლენას ახდენს დოჯქოინის (DOGE) ფასზე.

შენ როგორ მომავალს უწინასწარმეტყველებ დოჯქოინს (DOGE)?

© 2020 MyCoins.ge all rights reserved