ეთერიუმის ზრდას ორი მთავარი ფაქტორი უზრუნველყოფს

Home » ბლოგი » ეთერიუმის ზრდას ორი მთავარი ფაქტორი უზრუნველყოფს
10/07/2023
ეთერიუმის ზრდას ორი მთავარი ფაქტორი უზრუნველყოფს

კრიპტო ბაზრის პოპულარული მიმომხილველი გაი ტერნერი ამბობს, რომ ეთერიუმის ზრდის უზრუნველყოფა, ორ ძირითად ფაქტორს შეუძლია. ერთია კონფიდენციალობა, მეორე კი განახლება კოდური სახელწოდებით EIP-4844, რომელმაც ეთერიუმის ქსელი ეგრეთ წოდებული შარდინგის (სეგმენტირების) მექანიზმით უნდა აღჭურვოს.

„ეთერიუმის ქსელისთვის ძალიან მნიშვნელოვანი იქნება EIP-4844 განახლება, რომელსაც ეთერიუმის საზოგადოებაში „პროტო-დანკშარდინგს“ უწოდებენ. ეს ძალიან მნიშვნელოვანი განახლებაა, რადგან მისი მეშვეობით, ეთერიუმი ცენტრალიზებულ სისტემებზე არანაკლები მასშტაბირებადობის უნარს შეიძენს. ეთერიუმის მასშტაბირებადობისას, მთავარი პრობლემა მონაცემთა ხელმისაწვდომობაა და EIP-4844 განახლებას, ამ პრობლემის მოგვარება შეუძლია“, – ამბობს ტერნერი.

რაც შეეხება კონფიდენციალობის უზრუნველყოფას, მიმომხილველი ამბობს, რომ ეთერიუმის შემქმნელებს ეს საკითხი მუდმივად აწუხებთ და მის გადაჭრაზე მუშაობენ. ის მსოფლიოს მეორე კრიპტო ვალუტის ერთ-ერთი მთავარი შემქმნელის, კანადელი ვიტალიკ ბუტერინის სიტყვებს იშველიებს, რომელიც ამბობს, რომ კონფიდენციალობა იმ სამი პრობლემათაგანია, რომლებსაც ეთერიუმის განადგურება შეუძლია.

„პრივატულობასა და უსაფრთხოებაზე ყურადღების გამახვილება, გასაკვირი არაა, რადგან ეს ორი ფაქტორი, ინსტიტუციური ინვესტორებისთვის მთავარია, რათა ისინი ამ ბიზნესით დაინტერესდნენ“, – დასძენს ტერნერი.

ამ ეტაპზე, ეთერიუმის ფასი დაღმავალ ტრენდში რჩება და მისთვის მთავარი ბარიერი, 2 000 დოლარია, რომელიც ძლიერ წინააღმდეგობას ქმნის. ის ახლახანს ჩამოსცდა ასევე მნიშვნელოვან ბარიერ 1 900 დოლარს. საინტერესოა, რომ ეთერიუმის ქსელში აქტივობამაც იკლო, რომელიც წლის მინიმალურ მაჩვენებლამდეა შემცირებული.

© 2020 MyCoins.ge all rights reserved